სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბაზების განლაგების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს".
ეს განცხადება სესიაშვილმა ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის იმ ინიციატივის კომენტირებისას გააკეთა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული ბაზის განთავსებას შეეხება.
"რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი ბაზების განლაგებით სეპარატისტთა დამოუკიდებლობის გარანტად გამოვა და მათ უსაფრთხოებას შეიარაღებული ძალებით უზრუნველყოფს. ამ რეგიონებში საკუთარი ბაზების განლაგებას მოსკოვი ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე შეეცდება", - აღნიშნა ექსპერტმა და დასძინა, რომ "ასეთ შემთხვევაში საქართველო რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მსხვერპლად გამოვა".
|