Главная » 2008»აგვისტო»27 » გალის რაიონში მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა
გალის რაიონში მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა
11:10
გალის რაიონში მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა. რუსული საოკუპაციო ჯარები და სეპარატისტული ხელისუფლების ქვედანაყოფები მსხვილკალიბრიანი და ავტომატური იარაღიდან ისროდნენ. განხორციელდა რამდენიმე აფეთქებაც. მოსახლეობაში პანიკაა. გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების ქვემო და ზემო ბარღების მოსახლეობის განცხადებით, ტყეში საგულდაგულოდ არის გადამალული რუსული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომლებიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით აღნიშნავდნენ. აღსანიშნავია, რომ რუს ჯარისკაცებს არ აქვთ საკვები პროდუქტი, რის გამოც ისინი მოსახლეობას ავიწროებენ, ძარცვავენ და საქონელს ართმევენ.