პარასკები, 27.12.2024, 04:01
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » აგვისტო » 27 » გორის სოფლებიდან ხალხი კვლავ გამორბის
გორის სოფლებიდან ხალხი კვლავ გამორბის
19:08
დევნილების რაოდენობა არ იკლებს. საკუთარი სახლებიდან გამოძევებულ არმიას ახალი ნაკადი დაემატა. ამ დროს, თბილისში და სხვა რეგიონებში მყოფ დევნილების ნაწილს თავშესაფარი ჯერაც არ აქვთ. ისინი იძულებულნი არიან სხვადასხვა ადგილებში თვითნებურად შეიჭრნენ.

დიდი ლიახვის ხეობის დევნილი მოსახლეობა, თავშესაფრის მოთხოვნით, სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრში შევარდა. აღნიშნული ცენტრის დირექტორს, თბილისის მერიასა და დევნილებს შორის გარკვეული ინციდენტიც მოხდა, რის გამოც საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.

როგორც დევნილები აცხადებენ, მათ თავიანთი სახლები 8 აგვისტოს დატოვეს, მაგრამ, როდესაც თბილისში ჩამოვიდნენ, მათთვის თავშესაფარი ვერ გამოინახა. ამიტომ ისინი იძულებულები არიან სადაც ადგილს ნახავენ, იქ შეაფარონ თავი.

როგორც სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორმა მაკო ხოფერიამ განაცხადა, აღნიშნულ კლინიკაში ადგილები აღარ არის, რადგან როდესაც თბილისში უამრავი დევნილი შემოვიდა, მათ დევნილებისთვის მხოლოდ 40 ადგილის გამონახვა მოახერხეს. დევნილების განცხადებით კი, მათ წასასვლელი არსად აქვთ და ისინი აღნიშნულ ცენტრში აპირებენ დარჩენას.

დევნილთა რაოდენობა კი ჯერაც იზრდება. მართალია, გორის მცხოვრებნი საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ, მაგრამ სავალალო მდგომარეობაა გორის მიმდებარე სოფლებში. ქართველი სამართალდამცველებისაგან მიტოვებული მოსახლეობა ოსური ბანდების შემოტევებს ვეღარ უძლებს და საკუთარ სახლებს ტოვებს. დევნილთა არმია ახალი ადამიანბით ივსება.

გორის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობა მძარცველებისგან თავის დასაცავად საცხოვრებელ სახლებს ტოვებს. რამდენიმე საათის წინ სოფელ მეღვრეკისიდან გამოქცეული მაცხოვრებლები გორში ჩავიდნენ. როგორც ისინი ჰყვებიან, სოფელში დარჩენილ მოსახლეობას ოსი მაროდიორები აწიოკებენ, ძარცვავენ სახლებს, შეურაცხოფას აყენებენ ადამიანებს და სახლის დატოვებას აიძულებენ.

მეღვრეკისის მაცხოვრებელთა განცხადებით, რამდენჯერმე იყო სიკვდილით დასჯის შემთხვევაც. მათი თქმით, მაროდიორები მოსახლეობისგან ფულს და ოქროს ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიას ქართველი სამართალდამცველები ვერ აკონტროლებენ. იქ რუსული პოსტებია განთავსებული და ქართველ პოლიციელებს სოფელბში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

მეღვრეკისიდან ჩამოსული მაცხოვრებელთა უმეტესობა მოხუცებულები არიან. მათ პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში ლადო ვარძელაშვილი შეხვდა, რომელიც მეღვრეკისიდან გამოქცეულებს დროებით თავშესაფარს მისცემს.

მეღვრეკისი ერთი გამონაკლისი არ არის. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმარციით, დევნილები მოემართებიან ნიქოზიდან და ერგნეთიდანაც, რადგან ოსი სეპარატისტების შემოტევების გაძლება წარმოუდგენელია.

- ”გაძარცვულია თითქმის ყველა სახლი. ამ დრომდე მოხუცები ვინც იყვნენ დარჩენილები, ყველა გამოიქცა. მოხუცებსაც არ ინდობენ და საშინლად ექცევიან. სოფელ მეღვრეკისში ორი მოხუცი ქალბატონია ჩარჩენილი და გამოსვლას ვერ ახერხებენ. იქნებ ვინმე დაეხმაროს და გამოიყვანოს”, - განაცხადა სოფელ მეღვრეკისის მცხოვრებმა გენადი მაისურაძემ.

Просмотров: 813 | Добавил: admin | Рейтинг: 2.0/2 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz