Главная » 2008»აგვისტო»27 » დევიდ მილიბენდი დღეს უკრაინაში ანტირუსული კოალიციის შექმნის საკითხებს განიხილავს
დევიდ მილიბენდი დღეს უკრაინაში ანტირუსული კოალიციის შექმნის საკითხებს განიხილავს
11:10
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი დღეს უკრაინაში ანტირუსული კოალიციის შექმნის საკითხებს განიხილავს. დიდი ბრიტანეთის სააგრეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინას დღეს ეწვევა და კოალიციის შექმნის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს. შეგახსენებთ, რომ მილიბენდი ანტირუსული კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა და მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებს, ორგანიზება გაუწიონ რაც შეიძლება, ფართო კოალიციის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს მიმართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მილიბენდმა რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში დასდო ბრალი და კიდევ ერთხელ მოსთხოვა პრეზიდენტ მედვედევს, საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა უზრუნველყოს. აღნიშნული ინიციატივა მილიბენდმა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გააჟღერა.