Главная » 2008»აგვისტო»27 » ზარალის შესასწავლად ჩამოსული აშშ-ის დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს
ზარალის შესასწავლად ჩამოსული აშშ-ის დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს
11:11
კონფლიქტის შედეგად საქართველოსთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად ჩამოსული აშშ-ის დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს. როგორც ცნობილა, აღნიშნული კომისია საქართველოში 25 აგვისტოს ჩამოვიდა. მას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგში რუბენ ჯეფრი ხელმძღვანელობს. ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საჭიროებებს ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სააგენტოების მაღალჩინოსნები გაეცნენ, მათ შორის - შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს, კომერციულ საქმეთა დეპარტამენტის, საზღვარგარეთ კერძო ინვესტირების კორპორაციის, ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს და ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ამასთან, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართეს.