პარასკები, 27.12.2024, 03:25
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » აგვისტო » 27 » რომელ ეთნიკურ ჯგუფებს ეკუთვნით საქართველოში ავტონომია
რომელ ეთნიკურ ჯგუფებს ეკუთვნით საქართველოში ავტონომია
19:07
თეიმურაზ ჯაში, ექსპერტი სახელმწიფოს ტერიტორიული მართვის საკითხებში]
რუსეთის მიერ საქართველოზე ძალით თავსმოხვეული აფხაზური და ოსური პრობლემები თავისი არსით რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამიტომაც მათი მოწესრიგების გზებიც განსხვავებული უნდა იყოს. ამ პრობლემების მოწესრიგება უნდა განხორციელდეს არა რუსეთის მიერ სუბიექტური-არასამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე, არამედ გაეროსა და ევროკავშირის აქტიური მონაწილეობით და, შესაბამისად, მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით.

ამ წერილში მინდა გავამახვილო ყურადღება იმ საკითხზე, რომელიც ამ ბოლო წლებში ყველამ დაივიწყა ან მიზანმიმართულად ერიდებიან მასზე საუბარს. არა და სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას...

საერთოდ, განსხვავებული ენობრივი და ეთნიკური ჯგუფების ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრების თვალსაზრისით ფედერალური მოდელი სახელმწიფოს ტერიტორიული დაყოფისა და მართვის ერთერთი ყველაზე სრულყოფილი ფორმაა.

თუმცა, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ასევე თითოეული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აქ იგულისხმება მხოლოდ ის ეთნიკური ჯგუფები, რომელთა ისტორიული სამშობლო არის ამავე სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში და არა ის ეთნიკური ჯგუფი, რომლის ისტორიული სამშობლო არის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

ამ თვალსაზრისით, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსების ისტორიული სამშობლო არის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არსებული ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკა.

საკითხის არსიდან გამომდინარე გაჩნდა ასეთი კითხვა: ეთნიკური ოსები რომ დასახლებულიყვნენ სხვა რომელიმე ქვეყნაში, მაგალითად, მეზობელ სომხეთში ან აზერბაიჯანში ან კიდევ ევროპის რომელიმე ქვეყნაში (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბრიტანეთი და სხვ.) და ჩასახლებიდან რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ მოეთხოვათ თუნდაც მხოლოდ ავტონომია (მე აღარ ვლაპარაკობ უფრო დიდ თავხედურ მოთხოვნაზე ანუ რასაც ჰქვია ოსების მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის მისაკუთრება და დამოუკიდებლობის გამოცხადება), საინტერესოა რა ღონისძიებებს გაატარებდა ზემოაღნიშნული სახელმწიფოების ცენტრალური ხელისუფლება? დააკმაყოფილებდა თუ არა ეთნიკური ოსების მოთხოვნას?!

პასუხიც შესაბამისია: საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით არც ერთი სახელმწიფოს ხელისუფლება თავის ტერიტორიაზე არ მიანიჭებდა ავტონომიას ოსებს და იმავდროულად მკაცრად დაიცავდა თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს!

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით ეთნიკურ ოსებს საქართველოში არანაირი ავტონომიის მოთხოვნის უფლებაც კი არა აქვთ. მე აღარ ვლაპარაკობ უფრო დიდ თავხედურ მოთხოვნაზე რასაც ჰქვია ოსების მიერ ქართული ტერიტორიის მისაკუთრება და დამოუკიდებლობის გამოცხადება. ეს მოთხოვნა (რბილად რომ ვთქვათ) არასამართლიანია. ამიტომაც, მათ უნდა მიენიჭოთ მხოლოდ ”ეთნიკური უმცირესობის” სტატუსი.

ოსებისგან განსხვავებით, ეთნიკური აფხაზების ისტორიული სამშობლო არის საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეში. ამიტომაც, აფხაზები წარმოადგენენ არა ეთნიკურ უმცირესობას, არამედ ქართველებთან ერთად სახელმწიფოს ჩამომყალიბებელი ხალხის ნაწილს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებს აქვთ უფლება განახორციელონ ავტონომიური მმართველობა.

მომავალში, საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობისა და შესაბამისი ტერიტორიული მართვის სისტემის შემუშავების დროს გასათვალისწინებელია ერთერთი ძირითადი პრინციპი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეში უნდა განხორციელდეს ფედერალური მმართველობის ფორმა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია ყოველთვის შიდა ქართლის განუყოფელი ნაწილი იყო.

თვით ტერმინი ,,სამხრეთ ოსეთი” რუსების მიერ არის გამოგონილი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, რათა ქართულ მიწაზე ხელოვნურად შეექმნათ უკანონო ოსური ავტონომია, მომავალში ორი ოსეთის ანუ ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის შეერთებისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიის წართმევის მიზნით. იმავდროულად, აფხაზეთის ფსევდო დამოუკიდებლობის აღიარებით მისი მიერთება და ამით საქართველოსთვის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი ნაწილის წართმევა.

სამწუხაროდ, ეს დღეც დადგა.

რუსეთის ეს ქმედება გამიზნულია სამხრეთ კავკასიაში და შავ ზღვაზე სამხედრო და პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად.

ოსებმა ძალიან კარგად იციან, რომ მათი მოთხოვნა არანაირ სამართლის ნორმებში არ ჯდება. ამიტომაც, თავიანთი მიზნის მიღწევას რუსეთის მიერ საქართველოზე სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლით ცდილობენ. მათი მოთხოვნა უკვე ეროვნულ უზნეობაში გადაიზარდა.

ამიტომაც, დღეიდან ტერმინი ”სამხრეთ ოსეთი” ქართული ლექსიკიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს. მით უმეტეს, რომ გამსახურდიას ხელისუფლებამ ამის სამართლებრივი საფუძველი შეგვიქმნა - გააუქმა ”სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” სტატუსი.

არსებობს მხოლოდ ერთი ოსეთი და ისიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია. აქედან გამომდინარე, ოსების ისტორიული სამშობლო მხოლოდ ჩრდილო ოსეთშია და თუ მათ ასე სწყურიათ დამოუკიდებლობა, მაშინ იბრძოლონ რუსების წინააღმდეგ თავიანთი ისტორიული სამშობლოს ”ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის” დამოუკიდებლობისათვის. ეს ბრძოლა კი ნამდვილად იქნება სამართლიანი.

სწორედ ახლა, ამ ომის შემდეგ, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ამიტომაც დადგა დრო შევცვალოთ ჩვენი ბრძოლის ტაქტიკა. არავითარი კომპრომისი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით!

უპირველესად, დიპლომატიური არხებით ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ რათა მთელ მსოფლიოს დავუმტკიცოდ ჩვენი სიმართლე. რუსებთან მოსალოდნელი ურთულესი მოლაპარაკებები უნდა წარვმართოდ ახლებურად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. მათ გარეშე მოწინაამღდეგესთან რაიმე წარმატების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.

სანამ რუსების მიერ ძალით თავს მოხვეულ სიყალბეს არ გამოვასწორებთ, მანამდე არაფერი გვეშველება და მომავალი თაობაც მუდმივ დაძაბულობაში იცხოვრებს.

მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყოველგვარი რიტორიკა ეგრეთ წოდებულ ”სამხრეთ ოსეთის” სტატუსთან დაკავშირებით, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად და აქედან გამომდინარე ეროვნული ინტერესების დასაცავად.

Просмотров: 1006 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz