Главная » 2008»აგვისტო»27 » უკრაინა სევასტოპოლში განთავსებულ რუსულ სამხედრო ფლოტს გადასახადებს გაუორმაგებს
უკრაინა სევასტოპოლში განთავსებულ რუსულ სამხედრო ფლოტს გადასახადებს გაუორმაგებს
19:10
სააგენტო “გაზეტა.რუ”-ს ინფორმაციით, უკრაინამ, შესაძლოა, სევასტოპოლში რუსული სამხედრო საზღვაო ფლოტის განთავსებისთვის გადასახადების მომატების საკითხი წამოაყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ განაცხადა.
იუშენკომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაც გააკრიტიკა და მას მიუღებელი გადაწყვეტილება უწოდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინა საქართველოში რუსული აგრესიის წინააღმდეგ და მეზობელი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების ინიციატივით გამოდიოდა.
იუშენკომ რუსულ ფლოტთან დაკავშირებით ახალი კანონი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, რუსული სამხედრო ფლოტის ხომალდებს სევასტოპოლის პორტში მოძრაობა შეეზღუდებათ.