რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი “მოსკოვი” შავ ზღვაში ამოცანის შესრულებას განაგრძობს.
ამის შესახებ სააგენტო “რია-ნოვოსტი” იუწყება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამტკიცებდა, რომ კრეისერი მთავარი დისლოკაციის ადგილს სამშაბათსვე დაუბრუნდებოდა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის ანატოლი ნოგოვიცინის განცხადებით, “ეს ბაზიდან კრეისერის გეგმიური გასვლაა”.
“ჩვენ გვაქვს მომზადების წლიური გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, კრეისერი მთავარი ბაზიდან საბრძოლო მომზადების პოლიგონზე გავიდა. ეს არის ჩვეულებრივი გეგმიური გასვლა”, - განაცხადა ნოგოვიცინმა.
შეგახსნებთ, რომ რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კრეისერი საქართველოს მიმართულებით სევასტოპოლიდან გამოემართა. რუსული წყაროების ინფორმაციით, კრეისერის საქართველოს მიმართულებით წამოსვლა ნატო-ს სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში შესვლას უკავშირდება.
|