Главная » 2008»აგვისტო»27 » დიმიტრი მედვედევი: "რუსეთის ქმედებები არა სააკაშვილის რეჟიმის დამხობით, არამედ გაჭირვებული ხალხის დახმარების სურვილით არის განპირობებული"
დიმიტრი მედვედევი: "რუსეთის ქმედებები არა სააკაშვილის რეჟიმის დამხობით, არამედ გაჭირვებული ხალხის დახმარების სურვილით არის განპირობებული"
11:09
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, "რუსეთის ქმედებები არა სააკაშვილის რეჟიმის დამხობით, არამედ გაჭირვებული ხალხის დახმარების სურვილით არის განპირობებული". როგორც მედვედევმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირასთან” ინტერვიუში განაცხადა, "რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ერთი მიზნით – იმ ხალხების დასახმარებლად აღიარა, რომლებიც დღეს გაჭირვებაში ჩავარდნენ". "არანაირი სხვა მოტივი ჩვენს მოქმედებას არ გააჩნია. რაც შეეხება სააკაშვილის რეჟიმს, ჩვენ ის ნამდვილად არ მოგვწონს. მან არა მხოლოდ შეცდომა დაუშვა, არამედ ჩაიდინა დანაშაული, თუმცა ამ დანაშაულის გამო პასუხი ქართველი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა აგოს", - ასე უპასუხა პრეზიდენტმა მედვედევმა ჟურნალისტის კითხვას, "ხომ არ არის რუსეთის ქმედებებში სურვილი, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დესტაბილიზაცია მოახდინოს, იგი გადააყენოს და რეჟიმი შეცვალოს".