Главная » 2008»აგვისტო»27 » დიმიტრი როგოზინი: "მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უცხოელ სამშვიდობოებს არ დაუშვებს"
დიმიტრი როგოზინი: "მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უცხოელ სამშვიდობოებს არ დაუშვებს"
19:16
რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უცხოელ სამშვიდობოებს "არ დაუშვებს". ამის შესახებ გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისთან" ინტერვიუში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში დიმიტრი როგოზინმა განაცხადა. "რუსეთი ვერ ხედავს ვერც ერთ სახელმწიფოს, რომელსაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის გარისკვა შეუძლია. იყო გამოცდა, რომელსაც რუსეთმა სრულად გაუძლო, ნატო-ს წევრებმა კი ამ გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლეს" – განაცხადა როგოზინმა. მისივე თქმით, "სუვერენულ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ, ვინ არის მათი სამხედრო მოკავშირე, ვისთან სურთ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების დადება და ვისი ბაზების ხილვა სურთ საკუთარ ტერიტორიაზე სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად, ამიტომ უცხო ქვეყნების სამშვიდობოების დაშვება თავად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანხმობის გარეშე გამორიცხულია".