Главная » 2008»აგვისტო»27 » "დალასმა" საქართველოში 76 ათასი ფუტი ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა
"დალასმა" საქართველოში 76 ათასი ფუტი ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა
19:22
ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა "დალასმა" საქართველოში 76 ათასი ფუტი ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა. ამ წუთებში ჰიმანიტარული ტვირთის დაცლა მიმდინარეობს. ჰუმანიტარული დახმარება საკვებს, სარეცხ საშუალებებს და პირველადი საჭიროების ნივთებს შეიცავს. ქართულმა მხარემ ამერიკული ხომალდის ეკიპაჟს საზეიმო დახვედრა მოუწყო. ბათუმის პორტში სტუმრებს აჭარის ხელისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტანის წარმომადგენლები დახვდნენ. რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმნიტარული ტვირთის დარიგება სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება. შეგახსენებთ, რომ "დალასმა" ცხინვალის კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობისთვის ამერიკული ჰუმანიტარული ტვირთის მორიგი პარტია ჩამოიტანა. რამდენიმე დღის წინ ბათუმის პორტში ჰუმანიტარული მისიით ამერიკული სამხედრო ხომალდი "მაკ ფოლიდი" შემოვიდა.