პარასკები, 27.12.2024, 04:23
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 27 » პოლიცია დევნილების წინააღმდეგ
პოლიცია დევნილების წინააღმდეგ
12:35
დევნილთა შევიწროება და შეურაცხყოფა უკვე დაიწყო. ამჟამინდელი ხელისუფოება ასეთი ქმედებების ოსტატია, მაგრამ ასე სწრაფად თუ ”იკისრებდა” ამ საქმეს ვერავის წარმოედგინა. თბილისში აპტრული დევნილებს ურტყამს, გაპარტახებულ გორში კი უმწეო ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას აღარ აწვდიან. ასე ცდილობს მთავრობა სიტაუციაზე კონტროლი არ დაკარგოს.

ათონელის ქ. N16-ში მდებარე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ოფისის შენობაში შესახლებული დევნილებიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სამი ადამიანი დააკავეს.

თვითმხილველის, ემა ლიჩელის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის მშობლიური სოფლიდან, ტყვიავიდან დევნილი სამი პირი - ვასიკო ჩიხლაძე, ილია ჩიხლაძე და გია ჩერპიაშვილი სასტიკად სცემეს და პოლიციაში უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს.

ინციდენტი კი გაუგებარი მიზეზით დაიწყო. ”შენობის გარეთ კიბეებთან ბიჭები იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. მათ ჭიდაობა დაიწყეს, ოღონდ ხუმრობით. ამასობაში პატრულმა გაიარა და ბიჭები რომ დაინახა, მანქანა გააჩერა. ბიჭებს პატრულის მანქანა არ დაუნახავთ, ყურადღება არ მიუქცევიათ და იქვე, შენობასთან მდგარ მუხის ხესთან მივიდნენ და დასხნენ. მათ პატრულიც მიჰყვა”, - განაცხადა ლიჩელმა და დასძინა, რომ როდესაც დაინახეს ბიჭებისკენ წასული პატრული, ეჭვი გაუჩნდათ, რამე ცუდი არ მომხდარიყო და დევნილები, რომლებიც შენობაში არიან შესახლებულები, ამ მუხის ხისკენ გაემართნენ.

- ”ხმამაღლა ეუბნებოდნენ პატრულის თანამშრომლები, რას დგახართ, ჩერპიაშვილმა უთხრა, რა პრობლემაა, რამეს ვაშავებთო? პატრულმა, შენ როგორ მელაპარაკებიო, ჩაავლო ხელი და ცუდი სიტყვა უთხრა. რატომ მეუზრდელებიო, ჩერპიაშვილმა უთხრა, რის შემდეგ პატრულმა ჩერპიაშვილი დაიჭირა. ვასიკო ჩიხლაძე ჩერპიაშვილს გამოესარჩლა და პატრულმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასობაში პატრულმა დაიძახა, ესროლეთ, მაგათი დედაო და სამი გასროლის ხმა გავიგეთ”, - განაცხადა ლიჩელმა.

სროლის ხმაზე შენობაში მყოფი ყველა ადამიანი გარეთ გამოვიდა, ”ტერიტორია პატრულის თანამშრომლებით და ავტომატებით გაივსო. ვეუბნებოდით, ვის ურტყამთ, ლტოლვილები ვართ-მეთქი. სამივე ბავშვი წამოვიყვანეთ და შევიყვანეთ შენობაში, მაგრამ გამოგვეკიდნენ პოლიციელები, შემოგვინგრიეს კარები, ბავშვები, რომელთაგან ერთ-ერთი ეპილეფსიითაა დაავადებული, სასტიკად სცემეს და წაიყვანეს განყოფილებაში”, - განაცხადა ლიჩელმა.

შემთხვევის ადგილზე ეკა ბესელია, სოზარ სუბარი, მისი მოადგილე სოფიო ხორგუანი, თეო ტლაშაძე და ლალი აფციაური მივიდნენ. ”როდესაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, დევნილი მოსახლეობის დარბევისთვის საპატრულო პოლიციას არ უნდა ეცალოს, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ, - თუ იმისთვის სცალია პატრულს, რომ ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” ოფისში მყოფ დევნილებს აგინოს და სცემოს, ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს. ეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ძნელი შესაფასებელია”.

ასე უსწორდება ”ნაციონალური პატრული” შუა დედაქალქში დევნილებს. მთავრობის სხვა სტრუქტურები კი გორის რაიონში საკუთარ დანგრეულ სახლებში დაბრუნებულ ხალხს არსებობისთვის აუცილებელ ლუკმას პირიდან აცლიან და ჰუმანიტარულ დახმარებას უუქმებენ.

გორელებმა პროტესტი გამოთქვეს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ მომენტალურად თავი იმართლა და პრობლემაც გადაიჭრა. ”იმ დევნილებისთვის, რომლებიც დარუნდნენ თავიანთ სახლებში, ჰუმანიტარული დახმარების გაუქმება აიხსნება იმით, რომ მათ ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი, რადგან ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდნენ და ყველანაირი საცხოვრებელი პირობა აქვთ. ვინც ისევ ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას და უსალკაროდ დარჩენილად ითვლება, გორის კარვების ქალაქში არიან მოთავსებულები ლტოლვილის სტატუსით და ჰუმანიტარულ დახმარებასაც ისევ იღებენ”, - უდტრვინველად აცხედაბენ შიდა ქართლელი მოხელეები.

”ჰუმანიტარულ დახმარებას გორის მოსახლეობა 2 კვირის განმავლობაში იღებდა. საუბარია იმ პერიოდზე, როცა ქალაქი პარალიზებული იყო და მაღაზიები არ მუშაობდა. ახლა კი გორი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. გაიხსნა მაღაზიები, მუშაობა დაიწყო საბანკო სისტემამ და მოსახლეობას ხელფასისა და პენსიის აღების საშუალება აქვს. პრიორიტეტი მიენიჭებათ დევნილებს, რომელთა რიცხვი გორში დღითი დღე იზრდება. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს დევნილებს, რომელთა რიცხვი გორში ყოველ წუთს იზრდება, ასევე, დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ოჯახებს”, - მთავრობის ენაზე ამას ჰქვია დევნილების მხარში დგომა და პატივისცემა.

სანამ ადამიანი თავად არ ჩავარდება გამოუვალ მდგომარეობაში, მანამ ვერ ხვდება სხვას როგორ უჭირს. ამიტომ მთავრობის წევრებისათვის ძნელი წარმოსადგენია, რომ გორის მოსახლეობას ისევე უჭირს, როგორც ამ რამდენიმე დღის წინ. ქალაქი დანგრეულია, ადამიანები ვერ ახერხებენ თავიანთ სამსახურს და საქმეს მიუბრუნდნენ, მათთვის ლუკმაპურის შოვნაც კი დიდი პრობლემაა. ამ დროს მთავრობას გულგრილად იღებს გადაწვეტილებას, რომ ჰუმანიტარული დახმარება შეუჩერდეთ მოხუცებს, ქალებს, უსუსრ ბავშვებს, რომლებიც გაადგურებულ კერას მიუბრუნდნენ.

Просмотров: 865 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz