ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ურთიერთობის გადაფასებას აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ტონი ფრატომ განუცხადა.
“ჩვენ რუსეთთან ყველა სახის ურთიერთობას თავიდან შევისწავლით”, - განაცხადა ფრატომ და განმარტა, რომ “არ შეიძლება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბედი ერთმა სახელმწიფომ გადაწყვიტოს”.
რუსეთს საქართველოში შეირაღებული ძალების ყოლის გამო პენტაგონიც აკრიტიკებს.
“რუსეთი ჯერ კიდევ არ ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და საქართველოში მნიშვნელოვან სამხედრო ძალებს ინარჩუნებს”, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ბრაიან უიტმენმა.
|