შაბათი, 20.04.2024, 05:37
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » აგვისტო » 27 » მსოფლიო ქართული ეკონომიკის აღდგენას ცდილობს
მსოფლიო ქართული ეკონომიკის აღდგენას ცდილობს
14:39
დასავლეთი კი საქართველოს დახმარებას უკვე შეუდგა. იმ ჰუმანიტარული დახმარებების გარდა, რაც ქვეყანაში შემოდის, ინფრასტრუქტურისა და მთლიანად, ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი უცხოელებთან ერთად ითვლება, რაც სავარაუდოდ, მომავალში გამოყოფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვის გარანტიაც იქნება.

საინტერესოა, რომ რუსული აგრესიის შედეგად, ძირითადად, ის ინფრასტრუქტურაა დაზიანებული, რაც, თავის დროზე, სწორედ ამერიკული დახმარებებით შეიქმნა.

ახლა, ამერიკელებიცა და ევროპელებიც საქართველოს ეკონომიკის გადარჩენას ერთად ცდილობენ. აშშ-ს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში უკვე დაიწყო. ეს არის ეკონომიკური გუნდი, რომელიც დაკვირვებების საფუძველზე დაადგენს, ზუსტად რა სჭირდება საქართველოს და რა სახის დახმარება უნდა გაუწიოს აშშ-მ ქვეყანას.

საქართველოს პრემიერის, ლადო გურგენიძის განმარტებით, საუბარია მასშტაბურ დახმარებაზე. ქართულმა მხარემ უკვე წარადგინა ის დასაბუთებები, კონკრეტულად რა და რისთვის ესაჭიროება ქვეყანას, სწორედ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დისკუსიები, მსჯელობენ, რომ ის, რაც მოხდა, უმტკივნეულო იყოს ქვეყნის ეკონომიკისთვის.

დელეგაციას ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგში რუბენ ჯეფრი III ხელმძღვანელობს. როგორც მან განაცხადა, ეს არის ამ კონტექსტში პირველი ვიზიტი და დეტალურად სწავლობენ, როგორ უნდა ითანამშრომლოს ორმა ქვეყანამ, რომ საქართველომ ჰუმანიტარული, სარეაბილიტაციო და ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი დახმარება მიიღოს.

ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ეკატერინე შარაშიძის თქმით, ქვეყანა ყველაზე დიდ დახმარებას სწორედ აშშ-დან ელის. საუბარია 1 მილიარდ დოლარზე, რომლითაც სავარაუდოდ, ამერიკა საქართველოს დაეხმარება.

ცნობილია, რომ აშშ-ს დელეგაცია საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ გავრცელებული ცნობით, საქართველოს დასახმარებლად გაერო 57 მილიონი დოლარის მობილიზებას ცდილობს. დახმარება ს 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და კონფლიქტში დაზარალებული 129 000 ადამიანისთვისაა გათვალისწინებული.

ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების ოფისმა კი საქართველოსთვის დამატებით 5 მილიონი ევრო გამოყო. ახალი პაკეტი 10 აგვისტოს გამოყოფილ 1 მლნ ევროს ოდენობის გადაუდებელ დახმარებას დაემატება. ევროკომისიის დამატებითი დახმარება სურსათით, თავშესაფრით, წყლითა და სანიტარული საშუალებებით დახმარებას ითვალისწინებს.

10 აგვისტოს, ევროკომისიის მიერ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოყოფილი 1 მლნ ევროდან, მსოფლიოს სასურსათო პროგრამამ მიიღო 500 000 ევრო სასურსათო დახმარებისთვის, დანიის ლტოლვილთა საბჭომ _ 300 000 ევრო გადაუდებული თავშესაფრისა და არასასურსათო გადაუდებელი დახმარებისათვის, ფრანგულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Première Urgence _ 200 000 ევრო გადაუდებელი არასასურსათო დახმარებისთვის.

ვიდრე დასავლეთი ქვეყნისთვის მიყენებულ ზარალს სწავლობს, ხელისუფლება ცდილობს, ყველა პრობლემა შეძლებისდაგვარად გადაჭრას.

მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე, რკინიგზაზე დაგროვილ ტვირთებს გაატარებენ, მომავალი კვირისთვის კი, სავარაუდოდ, სამგზავრო მარშრუტებიც აღდგება.

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგნა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენი ეკონომიკის ძირითადი არტერიებია. ცნობილია, რომ საბაჟო სამსახური მობილიზებულია და მზადაა მუშაობის გასაგრძელებლად.

ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკას ბევრი სიძნელის დაძლევა მოუწევს, მაგრამ როგორც საქართველოს პრეზიდენტი გვპირდება, ის მძიმე დღეები, რაც ქვეყანას თუნდაც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ჰქონდა, აღარასოდეს განმეორდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ საზოგადოებამ გაიგო განვითარების, თავისუფლებისა და ეკონომიკური წარმატების ფასი. სიძნელეები დროებით ახლაც გველოდება, მაგრამ უშუქობაში, უგზოობაში, შიმშილსა და უკანონობაში ჩვენ ვერავინ დაგვაბრუნებს. ყოველივე ამის მიმართ უკვე იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული.

გორში გამართულ მთავრობის სხდომაზე სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტს კონკრეტული დავალებებიც მისცა. მან მთავრობას რეკონსტრუქციის 18-თვიანი გეგმის შემუშავება მოსთხოვა. მისი თქმით, სახელმწიფომ მოსახლეობას ყველანირი ზარალი უნდა აუნაზღაუროს.

სააკაშვილის განცხადებით, ყველაზე მძიმე უახლოესი 3 თვე იქნება. შემდეგ კი, მთავრობის ყველა დაპირება შესრულდება, მათ შორის - სიღარიბის დაძლევის პროგრამაც, რომლის განხორციელების ვადები გადაიწევს:

- ”ჩვენ გვექნება 18-თვიანი, ძალიან რთული რეკონსტრუქციის პერიოდი. ყველა პროგრამა, რომელიც ხალხს დავპირდით, უნდა შესრულდეს. ეს ვადაში იქნება გაწელილი. შემდგომი თხუთმეტი თვე აღორძინებისა და ახალ ეკონომიკურ გზაზე გასვლის პერიოდია. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტურები, მაგრამ ამავე დროს, ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ წინ. ეს გზა არის ბევრად რთული, ვიდრე ცხელი ომის დღეები. მაგრამ ეს გზა არის გასავლელი იმისთვის, რომ ყველას დავუმტკიცოთ - ჩვენ ვართ ცივილიზებული ევროპული ერი და გვაქვს უფლება, ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, რომელიც აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას”.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა ადგილიდან დაიძრა. რამდენიმე ბანკი ახალი ფილიალის გასახსნელად ემზადება. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება გადაიდო. ცნობილია, რომ ტყიბულის ნახშირის საბადოდან მეთანის გაზის მოპოვება იგეგმება. ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის მომზადებაზე 900 405 აშშ დოლარი დაიხარჯება. აქედან, 540 000 აშშ დოლარს აშშ-ს ვაჭრობის განვითარების სააგენტო გამოყოფს. მეთანის გაზი, როგორც ალტერნატიული ბუნებრივი აირი, ენერგოგენერაციის ობიექტებში, მრეწველობასა და საყოფაცხოვრებო სექტორებში გამოიყენება.

მართალია, რუსული აგრესია საქართველოში არ შემცირებულა, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სირთულეების მიუხედავად, ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მითუმეტეს, რომ მთელი მსოფლიო საქართველოს გვერდითაა.

Просмотров: 835 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz