თეთრი სახლი ”სასაცილოს” უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას იმისთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ იარაღი შეაქვს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ”სამხედრო გემები საქართველოში მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად შედიან”.
- ”რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადება სასაცილოა. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს მართლაც ჰუმანიტარული ტვირთია”, - აცხადებს თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ტონი ფრატო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია BBC-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ”საქართველოს საზღვაო პორტებში ნებისმიერ იმ გემს შეუძლია, შევიდეს, რომელსაც თითქოსდა ჰუმანიტარული ტვირთი შეაქვს”. ”და რას ეძახიან ამერიკელები ”ჰუმანიტარულ ტვირთს”? მათ, რა თქმა უნდა, იარაღი შეაქვთ,”- განაცხადა მედვედევმა.
|