გორის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში, სექტემბერში განაახლებს.
ამის შესახებ გუშინ გორში მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გია ნოდიამ განაცხადა, რომელმაც რუსების მიერ ჩამოგდებული ნაღმების შედეგად დაზიანებული უნივერსიტეტიც მოინახულა.
"სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება და სესიები ჩვეულ რეჟიმში, სექტემბერში განახლდება. ასევე მალე აღდგება აგრესიის შედეგად დაზიანებული ყველა სასწავლო დაწესებულება. ასე რომ, გორის სკოლებიც სექტემბერში განაახლებენ მუშაობას" – აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, უმაღლესი სასწავლებლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
|