ევროკავშირის სამიტი, რომელზეც რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისა და რუსეთთან სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილება, ბრიუსელში 1 სექტემბერს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ვესტი-24" საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების არაერთი თხოვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, 1 სექტემბერს ბრიუსელში სახელმწიფოს მეთაურების დონეზე ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართოს", - ნათქვამია სარკოზის პრესსამსახურის განცხადებაში.
ამასთან, როგორც გუშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა განაცხადა, სამიტზე რუსეთის მიმართ სანქციების საკითხის განხილვა არ იგეგმება.
|