ხვალ, 1 სექტემბერს დაგეგმილ "ცოცხალ ჯაჭვთან" დაკავშირებით თბილისში ცენტრალური ქუჩები და გამზირები გადაიკეტება. 13:00-დან-18:00 საათამდე გზები გადაიკეტება შემდეგი მიმართულებით: რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, თამარაშვილის ქუჩა, პეკინის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, აღმაშენებლის გამზირი, ზაარბრუკენის მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი და მესხიშვილის ქუჩა. შეგახსენებთ, რომ ხვალ ევროკავშირის სამიტის პარალელურად, მთელი საქართველოს მასშტაბით "ცოცხალი ჯაჭვი" გაკეთდება. აქცია 15:00 საათზე დაიწყება.