ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:37
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » აგვისტო » 31 » ვინტერბორნი: "საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი"
ვინტერბორნი: "საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი"
23:41
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი და დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ნიკოლსონ ოფ ვინტერბორნი ევროპარლამენტისა და დიდი ბრიტანეთის სახელით აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმედი აქვს, რომ "საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი". "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვწუხვარ, საქართველოს ბუქარესტის სამიტზე MAP-ი რომ არ მიეცა, მაგრამ საქართველო და ნატო აუცილებლად დაუახლოვდებიან ერთმანეთს და ქვეყანა ალაინსის წევრი უახლოეს პერიოდში გახდება", - განაცხადა ევროპარლამენტარმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.  ამასთან, ბარონესა ნიკოლსონ ოფ ვინტერბორნი დარწმუნებულია, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობები ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. "ის, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა, მიუღებელია და პუტინს საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევს", - განაცხადა ბარონესა ვინტერბორნმა. ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ბარონესა ნიკოლსონ ოფ ვინტერბორნი თბილისში სამი დღეა წინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის ოფიციალურ პირებს შეხვდა, ასევე მოინახულა სკოლის შენობებში თავშეფარებული დევნილი მოსახლეობა. იგი ასევე საგარეო ურთიერთობათა საპარალმენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ჟვანიასთან ერთად თბილისის 198-ე სკოლაში იმყოფებოდა. ამ სკოლაში 150-მდე უნარშეზღუდული ბავშვი სწავლობს და სწორედ ბარონესა ნიკოლსონ ოფ ვინტერბორნის რეკომენდაციით აქ ხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უნარშეზღუდული და ჯანმრთელი ბავშვების ურთიერთობას. გასული სასწავლო წლის დასაწყისიდან იმავე რაიონში მდებარე 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანმრთელობის პრობლემების მქონე თანატოლებთან ერთად ატარებენ სპორტულ ტურნირებს, ესწრებიან ხელოვნების გაკვეთილებს, დგამენ სპექტაკლებს. ეს პროექტი მიზნად ისახავს უნარშეზღუდული ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციას.
Просмотров: 794 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz