შაბათი, 27.04.2024, 01:23
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » აგვისტო » 31 » Ingushetiya.ru-ს მფლობელი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა
Ingushetiya.ru-ს მფლობელი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა
23:39
ინგუშეთის ოპოზიციური საიტის Ingushetiya.ru-ს მფლობელი, მაგომედ ევლოევი თავში მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა, იუწყება რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი.

- ”მილიციის მუშაკების მიერ ევლოევის დაკითხვის პროცესის დროს მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაკავებულმა თავის არეში მიიღო ჭრილობა, ხოლო მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა”, - ავრცელებს ”ინტერფაქსი” რუსეთის პროკურატურის წამორმადგენლის, ვლადიმირ მარკინის სიტყვებზე დაყრდნობით.

როგორც ინგუშეთის რესპუბლიკური საავადმყოფოდან წყარომ ”РИА Новости”-ის აუწყა, ევლოევმა გამჭოლი ჭრილობა მიიღო და ექიმებმა ის შეაფასეს, როგორც სიცოცხლესთვის საშიში.

- ”ევლოევის სიკვდილთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო შემოწმებები მიმდინარეობს. შედეგებიდან გამომდინარე მოხდება გადაწყვეტილების მიღება საქმის აღძვრასთან დაკავშირებით”, - აღნიშნავს მარკინი.

როგორც ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ევლოევი ”მაგასის” აეროპორტში დააკავეს, როცა მოსკოვიდან ჩამოფრინდა.

ამტკიცებენ, რომ ევლოევი სამართალდამცავი ორგანოს ერთ-ერთი თანამშრომლისთვის იარაღის წართმევას შეეცადა და წინააღმდეგობის გაწევის მომენტში მიიღო მძიმე ჭრილობა თავის არეში.

დახურული პორტალი Ingushetiya.ru
მოსკოვის სახელმწიფო სასამართლომ აგვისტოს შუა რიცხვებში მიიღო გადაწყვეტილება Ingushetiya.ru-ს დახურვასთან დაკავშირებით.

ინგუშეთის პროკურატურის თანახმად, საიტის დახურვის მიზეზად ბიზნესმენთან და ოპოზიციის ლიდერთან, მუსი კელიგოვთან, გამოქვეყნებული ინტერვიუ იქცა, რომელიც, როგორც ხელისუფლება თვლის, რესპუბლიკის პრეზიდენტის მურატ ზიაზიკოვის მკვეთრ კრიტიკას შეიცავდა და იყო ექსტრემისტული.

ევლოევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიდა საიტის დახურვის მოთხოვნით.

აგვისტოს შუა რიცხვებში ცნობილი გახდა საიტის მთავარი რედაქტორის, როზი მალსაგოვის გადაწყვეტილება - ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრის ძიებასთან დაკავშირებით.

Просмотров: 783 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz