რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა "Тополь" (РС-12М) გამოსცადა, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადალახვის სპეციალური საშულებებითაა აღჭურვილი.
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის განმარტებით, “რაკეტა 21 წლის განმავლობაში საბრძოლო მორიგეობის რეჟიმში იმყოფებოდა და განხორციელებული გაშვების მთავარ ამოცანას მისი ძირითადი ტექნიკურ-საფრენი მახასიათებლების სტაბილურობის დადასტურება და არასახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტებისთვის პერსპქტიული საბრძოლო აღჭურვის დამუშავება წარმოადგენდა”.
რაკეტა პლესეცკის კოსმოდრომიდან სტრატეგიული დანიშნულებისა და კოსმიური ჯარების სარაკეტო ქვედანაყოფების გათვლით იქნა გაშვებული.
|