ხუთშაბათი, 25.04.2024, 14:38
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 31 » პირველი სექტემბრის მოლოდინში
პირველი სექტემბრის მოლოდინში
16:57
ექსპერტების ვარაუდი, რომ რუსეთის იმპერიული პოლიტიკა საბოლოოდ მას თვითიზოლაციის პირობებში მოაქცევდა, გამართლდა, თუმცა საამისოდ მთელი რიგი სადამსჯელო სანქციების გატარებაა საჭირო.

დაიწყება თუ არა რეალურად რუსეთის იზოლაციის პროცესი, რომლისთვისაც მზადყოფნას საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად გამოთქვამს, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ 1-ლი სექტემბრის სამიტამდე ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. მათივე თქმით, ევროკავშირის სამიტზე რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საკითხი განიხილება.

აღნიშნულ სამიტს საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე დაესწრება, რომელიც ბრიუსელში, სავარაუდოდ, 31 აგვისტოს გაემგზავრება. პრეზიდენტი სააკაშვილი სამიტზე გამგზავრებას ვერ შეძლებს, რადგან არსებობს საშიშროება, რომ რუსულმა მხარემ საჰაერო სივრცე შეგნებულად ჩაკეტოს და მას სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა აღარ მისცეს.

- “რუსეთის ხელისუფლებას არაფერი სმენია ევროკავშირის მხრიდან სანქციების შემოღების შესაძლებლობის თაობაზე, პირველად მესმის სანქციებზე”, - ერთგვარი ირონიით განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერეი ლავროვმა და თავისი ფრანგი კოლეგა ბერნარ კუშნერი ავადმყოფურ აზროვნებაში დაადანაშაულა.

- “სანქციების გარდა, ის კიდევ საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთი უკრაინას, მოლდოვასა და ყირიმს დაესხმება თავს. ეს ავადმყოფური აზროვნებაა”, - განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა. მისი აზრით, ეს განცხადებები დაბნეულობის გამომხატველია, რაც იმით არის გამოწვეული, რომ “ზოგიერთი დასავლური დედაქალაქის საყვარელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოლოდინი ვერ გაამართლა”.

რუსეთის მხრიდან ცალსახა და თვითნებური დამოკიდებულების პრეცედენტი საშიშ სინდრომად რომ არ იქცეს, მსოფლიოს ლიდერები ერთმანეთს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდენებ.

- “უნდა ვაიძულოთ რუსეთი შეწყვიტოს მსოფლიო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ სვლა,” - ერთხმად აცხადებდნენ აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის და ყველა სხვა სახელმწოფოთა პირველი პირები. თუმცა ეს პროცესი ისევე იწელება დროში, როგორც საომარი მოქმედებებისას დაგვიანებით გამოთქმული კრიტიკა...

რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში დიმიტრი როგოზინი მოსკოვისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას ”შესაშინებელ” საუბრებს უწოდებს. როგოზინმა ხაზი გაუსვა, რომ ”ეიფორიასა და პანიკაში ჩავარდნა არავის სჭირდება”.

- ”გადაწყვეტილება რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ ამორალურია და საერთაშორისო ნორმებს არ პასუხობს”, - აცხადებს როგოზინი.

როგორც ჩანს რუს პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ არ აქვთ გააზრებული, რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ამგვარი პროვოკაციული ქმედება.

- “ვფიქრობ, მოლოდინი იმისა, რომ ევროკავშირი რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, გადაჭარბებულია. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, თავის პოლიტიკურ ბერკეტებს აამოქმედებს რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ძალიან მძიმე რაღაცეებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ევროკავშირის რეაქცია რუსეთის მიმართ, შესაძლოა, მთლად ისეთი ადეკვატური არ იყოს, როგორიც ჩვენი მოლოდინია”,- აცხადებს ქართველი ექსპერტი დემურ გიორხელიძე და მართლაც, ცხადია, რომ საქართველოს მიზეზით რომ მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებას არავინ შეეცდება.

აქვე ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რუსეთთან სამშვიდობო ბირთვული შეთანხმება გააუქმოს.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა დანა პერინომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში მხარეებს შორის “ცივი ომის” დროს დაწესებულ აკრძალვებზე შეზღუდვები მოიხსნება.

რთული სათქმელია რა იგულისხმება აშშ-ს ამ განცხადებაში, თუმცა მოსალოდნელი საფრთხეები წარმოსადგენად გაცილებით იოლია...

Просмотров: 737 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz