Главная » 2008»აგვისტო»31 » ფრედრიკ რაინფელდტი: "1 სექტემბერს ევროპას საუკეთესო საშუალება ეძლევა, საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადოს"
ფრედრიკ რაინფელდტი: "1 სექტემბერს ევროპას საუკეთესო საშუალება ეძლევა, საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადოს"
11:20
შვედეთის პრემიერ-მინისტრის ფრედრიკ რაინფელდტის განცხადებით, "1 სექტემბერს ევროპას საუკეთესო საშუალება ეძლევა, საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადოს". "1 სექტემბერს ჩვენ გვეძლევა საშუალება, ევროკავშირის საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე განვიხილოთ საკითხები, როგორ დავუჭიროთ საქართველოს მხარი და როგორ უნდა გამოვნახოთ საუკეთესო გზა ამის განსახორციელებლად", - განაცხადა რაინფელდტმა. ამასთან, მან საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველამ პატივი უნდა სცეს, ხოლო რუსეთის ჯარმა მთლიანად უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია". როგორც ცნობილია, ხვალ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლოდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან. საგანგებო შეკრებაზე საქართველოში მიმდინარე მოვლნები კიდევ ერთხელ განიხილება.