რუსეთსა და ე.წ "აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს" შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აფხაზეთი რეგულარული ავიარეისების აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსს" აფხაზეთის "სახელმწიფო კომპანიის" "აფხაზეთის ავიახაზების" გენერალურმა დირექტორმა ვიაჩესლავ ეშბამ განუცხადა. მისივე თქმით, "ამჟამად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს". "საწყის ეტაპზე ავიარეისების განხორციელება მოკოვის, კრასნოდარისა და როსტოვის მიმართულებით იგეგმება. ამასთან, დასაწყისში ექსპლუატაციაში მხოლოდ ისეთი თვითმფრინავები იქნებიან, რომლებიც მხოლოდ 100-ადგილიანია, რადგანაც სოხუმის აეროპორტს დიდი თვითმფრინავები არ აქვს", - განაცხადა ეშბამ.