პარასკები, 26.04.2024, 02:59
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » აგვისტო » 31 » ”სააკაშვილს ცხინვალი რომ დაებრუნებინა, ჩემს ყველა კრიტიკულ სტატიას შევჭამდი”
”სააკაშვილს ცხინვალი რომ დაებრუნებინა, ჩემს ყველა კრიტიკულ სტატიას შევჭამდი”
16:57
საქართველო-რუსეთს შორის დაპირისპირების პირველივე დღეებში საფრანგეთმა შუამავლის ფუნქცია იტვირთა. მაშინ როდესაც აპრილში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოსათვის მაპ-ის მიღების საკითხი რამდენიმე ქვეყანას შორის საფრანგეთმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, დღეს უკვე ხმამაღლა ამბობენ იმას რომ ეს ევროპის შეცდომა იყო.

მეზობელ ქვეყანასთან საომარ ვითარებაში ყოფნისას დიდი მნიშვნელობა აქვს საიფორმაციო პოლიტიკას. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ხანია ქართულ მედიას კომპეტენტური ინფორმაციის მოპოვების ფუნქცია შეუზღუდა, რუსული მედია კი აქტიურად თესავს ანტიქართულ ისტერიას და საკუთარ მოსახლეობას და მსოფლიოს არწმუნებს ქართველების აგრესიულ ბუნებაში.

ამ დღეებში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრამგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პრეზიდენტი სააკაშვილი 1 სექტემბრისათვის დაგეგმილ ევროსამიტს არ დაესწრება.

ამასთან დაკავშირებით “პრესა.გე” ესაუბრა ბრიუსელში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტს გიორგი ფოფხაძეს, რომელმაც დაგვიდასტურა რომ რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება:

- ”ეს რუსების ანტიქართული პროპაგანდის შემადგენალი ნაწილია. არც პრეზიდენტ სარკოზის და არც ბერნარ კუშნერს მსგავსი არაფერი უთქვავთ. პრეზიდენტი სააკაშვილი არ მიდის სამიტზე ერთი მარტივი მიზეზის გამო: ეშინია რომ, რუსები საქართველოში აღარ ჩამოუშვებენ. მან ამის შესახებ გერმანულ გაზეთ “ბილდ ცაიტუნგს” განუცხადა. მიმაჩნია რომ, რუსებმა შესაძლოა მართლა მოაწყონ პროვოკაცია. 1 სექტემბრის ევროსამიტზე საქართველოს პრემიერი ვლადიმერ გურგენიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი წარმოადგენენ”.

ქართული მხარე აქტირუად განიხილავს რუსეთთნ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. ეს უკვე პროტესტის უკიდურესი ფორმაა, რას მოიგებს ამით ქართული მხარე?
- დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა უკიდურესი ფორმა არ არის, ეს ადეკვატური და ყოვლად ნორმალური პასუხია რუსულ აგრესიაზე. ჩვენ მთავრობას ეს ნაბიჯი აქამდე უნდა გადაედგა. რატომღაც მგონია, რომ უკვე დაგვიანებულია დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაც და დსთ-დან გამოსვლაც. ეს 7 აგვისტოს დილით უნდა გაგვეკეთებინა, დაგვეფიქსირებინა, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლია და ასეთ ქვეყანასთან არანაირი ურთიერთობა არ შეიძლება.

სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები სასწრაფო წესით გაწყვიტა ყველა იმ ქვეყანასთან, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა სცნო. ჩვენი პარლამენტარებივით არ დაუწყიათ ფიქრი, ეს აქტი ცუდად ხომ არ აისახება რუსეთში მცხოვრებ ქართველებზეო. გეგონება პარლამენტარებს უცხოეთში მცხოვრები ქართველების ბედი ძალიან აღლვებდეთ.

საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ თბილისის აღების გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრისათვის იყო ცნობილი. რომ არა საფრანგეთის კეთილი განწყობა, ადვილი შესაძლებელია ასეთი განცხადება დიპლომატიური სკანდალის საფუძველიც გამხდარიყო. ფრანგები გაგებით მოეკიდნენ ჩვენს მღელვარებას და პრეზიდენტის განცხადება არ გააპროტესტეს?
- არა მგონია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ამ გეგმის შესახებ სცოდნოდა, მე ეს უფრო ქართული მხარის ფანტაზიის ნაყოფი მგონია. ვუსმენდი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის გამოსვლას და მას არც კი მიუნიშნებია იმაზე რომ არსებობდა თბილისის აღების გეგმა, უბრალოდ თქვა, რომ ადვილი შესაძლებელი იყო რუსები თბილისამდე ჩასულიყვნენო.

საქართველო-რუსეთს შორის დაპირისპირების პირველივე დღეებში ჩაერთო საფრანგეთი შუამავლის ფუნქციით ამ პროცესებში. მაშინ, როცა აპრილში საქართველოსათვის მაპ-ის მიღების საკითხში არ იყო საფრანგეთი საქართველოს მიმართ აქტიური?
- ერთის მხრივ ამას საფრანგეთს მისი სტატუსი ავალდებულებს, რადგან იგი წელს ვროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. მეორეს მხრივ კი თავად პრეზიდენტი სარკოზი ბუნებით საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსია და მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე მრავალ მოლაპარაკებაშია ჩართული. ადვილი შესაძლებელია სარკოზის პირადი ინიციატივაც ყოფილიყო ქართულ-რუსულ დაპირისპირებაში მომრიგებლის ფუნქცია ეტვირთა.

საომარი ვითარების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს საიფორმაციო პოლიტიკას. მიმდინარე პროცესების შესახებ რა ვრცელდება დასავლურ პრესაში და რამდენად ხდება ამ მოვლენების შესახებ რეალური სურათის მიწოდება მსოფლიო საზოგადოებისათვის?
- დასავლურ პრესას ძალიან უჭირს ამ წუთებში საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე დაპირისპირებაზე რაიმე პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, ან უბრალოდ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქება. სამწუხაროდ ამ ომის შესახებ დღემდე არ არსებობს ნეიტრალური ინფორმაცია. ვრცელდება ან ოფიციალური თბილისის ან ოფიციალური მოსკოვის ინფორმაცია. ნეიტრალური წყარო არ არსებობს. ეს ხელს გვიშლის მუშაობაში.

პრეზიდენტ სარკოზისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის საქართველოში ვიზიტის დროს, ფრანგი ჟურნალისტები ჩავიდნენ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ისიც ცოტა ხნით და მას შემდეგ პრაქტიკულად ობიექტური ინფორმაცია აღარ მიგვიღია.

აქედან გამომდინარე ჟურნალისტები თავს ვიკავებთ ამა თუ იმ მოვლენის შეფასებებისაგან. ყველა თანმხდება რომ ეს არის რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ, რომ ამას გამართლება არა აქვს. როცა ჩეჩნეთში, ავღანეთში და სარაევოში ვმუშაობდი, ინფორმაციის მოპოვებაზე შეზღუდვები არ გვქონია და რასაც ვხედავდით იმას გადავცემდით. ახლა კი იძულებულები ვართ დავეყრდნოთ ან ერთი, ან მეორე მხარის ინფორმაციას.

აპრილში საქართველოს მაპ-ი რომ მიეღო, აგვცდებოდა თუ არა რუსეთის აგრესია?
- ვიზიარებ მოსაზრებას რომ შესაძლებელია რუსეთის აგრესია მაშინ ასეთი აშკარა აღარ ყოფილიყო, მაგრამ არესბობს მეორე მიზეზიც. დღეს ევროპა იმკის იმას, რაც თვითონ დათესა. კერძოდ: დახუჭა თვალები საქართველოში ჩატარებულ 5 იანვრის საპრეზიდენტო და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე.

ევროპამ დახუჭა თვალები 2007 წლის 7 ნოემბერზე და მხარი დაუჭირა საქართველოში გაყალბებულ მთავრობას, გაყალბებულ პრეზიდენტსა და პარლამენტს. რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ იმის შედეგი რომ ევროპამ საქართველოში დემოკრატია არ დაიცვა.

ამიტომაც იკლავენ ახლა თავს, რომ როგორმე გამოასწორონ ეს სიტუაცია. რომ არა 7 ნოემბერი და გაყალბებული არჩევნები ჩვენ მოგვცემდნენ მაპ-ს. თავი დავანებოთ იმაზე ლაპარაკს რომ აპრილში ევროპამ რუსეთის ფაქტორი გაითვალისწინა. ახლა რატომ არ ითვალისწინებენ? გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში მიანიშნა, რომ საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების ქონა კარგია, მაგრამ პოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვანიაო - ”ჩვენ თვითონ ჩავიყენეთ თავი ასეთ მდგომარეობაში, რადგან ძალიან ბევრი საბედისწერო შეცდომა დავუშვით”, - მისი სიტყვებია.

ევროპის მიერ დაშვებულ შეცდომებს შორის არის ისიც,რომ ევროკავშირის მესვეურნი ამბობდნენ: რუსი სამშვიდობოები საქართველოში კანონიერად იმყოფებიანო. საქართველოს მთავრობამ კი არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთთან დადებული ყველა ხელშეკრულება გადახედილიყო, რომლებიც რუსეთის ჯარს საქართვლოს ტერიტორიაზე ყოფნის სრულიად ლეგალურ საფუძველს უქმნიდა და რუსეთის მიერ ჩადენილი უკანონობები გამოეაშკარავებინა. მანამდე გამოვსულიყავით დსთ-დან როცა მთელი მსოფლიო გვიკიჟინებდა.

რა გადამწყეტი მნიშვნელობა ქონდა დსთ-დან გამოსვლას რამდენიმე წლის წინათ და ახლა?
- ამ წუთში აღარაფერი მნიშვნელობა აღარ აქვს. ამას მაშინ ექნებოდა ეფექტი საერთაშორისო საზოგადოება რომ დაგვეყენებინა ფაქტის წინაშე, რომ დსთ-ს რუსეთი მართავს და ამ უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოვთქვამთ. როცა ოპოზიცია უკიჟინებდა მთავრობას დსთ-დან გამოსვლას მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, გამოვალთ იმ მომენტში, როცა ეს იქნება ყველაზე ხელსაყრელი საქართველოსათვისო და გამოვიდნენ მაშინ, როცა ეს არანაირად ხელსაყრელი აღარ იყო. რა მივიღეთ ამით? - არაფერი.

თუ რუსეთთან საომარ მდგომარეობაში ვართ, რატომ არ ვახდენთ ყველა იმ აქტის დენონსაციას, რომელბიც დღემდე არის მიღებული. ჩვენ ვთამაშობთ უნიჭო თამაშს, რომელიც ბუმერანგივით გვიბრუნდება. არც უაზრო პრო-ამერიკანიზმია სიკეთის მომტანი და არც უაზრო ანტიამერიკანიზმი. პოლიტიკა გაწონასწორებული უნდა ყოფილიყო.

ჩვენ იმის იმედიც გვქონდა, რომ რუსეთი სეპარატისტული ცხინვალისა და აფახზეთის დამოუკიდებლობას იმიტომ არ სცნობს, რომ ჩეჩნეთის პრობლემა არსებობს...
- რუსეთმა ძალინ კარგად მოაგვარა ჩეჩნეთის საკითხი. ანექსიაც მოახდინა და ჩეჩნების გენოციდიც. ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ ჩეჩნეთი დაეკაბელებინა. პუტინისა და მედვედევის რუსეთმა მოახერხა სახელმწიფოს ისეთი ცენტრალიზაცია, რომელშიც ძნელად თუ მოხდება შიდა სახელმწიფოებრივი რყევები. რუსეთში ოპოზიციურად განწყობილი სულ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი არსებობს: გარი კასპაროვი და ვალერია ნოვოდვორსკაია, თუ არ ჩავთვლით ნემცოვს.

როგორ შეიძლება ასეთი ოპოზიციის პიროებებში სახელმწიფოს შიდა რყევების დაწყების იმედი გვქონდეს. მითუმეტეს რეგიონებში, განსაკუთრებით ჩეჩნეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ინგუშეთში და აღარაფერს ვამბობ რუსეთის მიმართ ლოალურად განწყობილ ჩრდილოეთ ოსეთზე. პუტინისა და მედვედევის რუსეთს კიდევ კარგა ხნის განმავლობაში დაშლა არ ემუქრება.

ცხინვალის მოვლენების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ფაქტორი აღარ არის საინტერესო დასავლეთისათვის და ოპოზიციაში ეძებენ სასურველ კანდიდატს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები საფრანგეთის ხშირი სტუმრები არიან, ალბათ არსებობს რეალურად საამისო განწყობა?
- იანვრის არჩევნების შემდეგ დასავლეთი ფაქტორბივად უკვე ეძებდა სააკაშვილის შემცვლელს. ამერიკელები გაოგნებულები იყვნენ როცა 7 აგვისტოს ცხინვალში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, რადგან ყოველთვის სთხოვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ჩათრეულიყო ამ პროვოკაციაში, ეს თავად მეთიუ ბრაიზამაც თქვა.

აქ არსებობს მოსაზრებები რომ ეს იყო უბრალოდ სააკაშვილის მარტივი გათვლა, წავაგებ - წაგებული ვარ, მოვიგებ - ეროვნული გმირი გავხდები, ამით კი შეგნებულად ითამაში რუსეთის თამაში და დასავლეთის გაფრთხილებებს იგნორირება გაუკეთა. მაგრამ დროის ამ მონაკვეთში, როდესაც რუსერთის ჯარები იმყოფებიან საქართველოში, ძალიან ძნელია სააკაშვილის ჩანაცვლება. ეს ან გარედან უნდა მოხდეს, ან სამხედრო გადატრიალების გზით.

ორივე შემთხვევაში ეს რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. თუ ევროპა და საერთაშორისო საზოგადოება უჭერს მხარს საქართველოს ეს არ არის სააკაშვილის რეჟიმისადმი მხარდაჭერა. ვიცი როგორი განწყობაა ევროკავშირში. ესენი ამბობენ: - კი ბატონო იყო პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, მაგრამ სწორედ იქ არ უნდა მიხვიდე სადაც კარგად გეპატიჟებიანო.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ოფიციალურად აღიარა ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობა, რა რეზონანსი ქონდა ამას ევროპაში?
- ძალიან მწვავე იყო დასავლეთის რეაქცია. ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამას “უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება” უწოდა და განაცხადა, რომ ეს კიდევ უფრო ძაბავს რუსეთთან ურთიერთობასო. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმაც საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა - “ეს გადაწყვეტილება სცილდება ყოველგვარ საზღვრებს და მხოლოდ ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის საქართველოს სახელმწიფო საზღვრების გადაადგილებაო”.

მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს კვიპროსის პრეცედენტი, როდესაც ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობა მხოლოდ რამდენიმე აზიურმა სახელმწიფომ აღიარა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

თავდაცვის ექს-მინისრტმა ოქრუაშვილმა საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა ცხინვალის მოვლენების შესახებ. როგორც გავიგე ქართული ჯარი განაწყენებულია ცხინვალის ომის გამო ხელისუფლებაზე. ოქრუაშვილმა რომ დაგეგმოს რაიმე ოპერაცია, ქართული ჯარი მას მხარს თუ დაუჭერს?
- ცოტა ძნელი სათქმელია ვის დაუჭერს ჯარი მხარს და ვის არა. მე ვიცი რომ ირაკლიმ დაიწყო ქართული ჯარის მშენებლობა. ქართულ ჯარში ყოველთვის ამბობდნენ, რომ ირაკლი ჯარისკაცებისა და გენერალიტეტისათვის მშობელი მამასავით იყო. ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო ქართული ჯარის ფორმირება, მისი აღმშენებლობის პროცესები. მას ბევრი მეგობარი ჰყავს ქართულ ჯარში და შეიძლება ითქვას, რომ ის არის ქართული ჯარის უპირობო ლიდერი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მისი კადრი, რომელიც მისი მინისტრობის დროს უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გააგზავნეს, მერე კი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს და ახალი ხალხი მოიყვანეს, ქართული ჯარის 60 პროცენტი ალბათ მაიც უჭერს მხარს ოქრუაშვილს. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დღემდე დიდი მხარდაჭერა აქვს ქართულ ჯარში.

ცხინვალის მოვლენების დაწყებისთანავე ქართულმა ოპოზიციამ მორატორიუმი გამოაცხადა და ამით რუსეთს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დასაყრდენი გამოაცალა. რამდენად კარგი პროცესი იყო ეს?
- როდესაც სახელმწიფოს უჭირს, მაშინ იქ ძალიან ნორმალური მოვლენაა რაც ქართულმა ოპოზიციამ გააკეთა. ოპოზიცია უფრო გონივრული აღმოჩნდა, ვიდრე მე მათზე მქონდა წრმოდგენა. არის მეორე ვარაუდიც, ალბათ, ქართული ოპოზიცია მოერიდა დივიდენდების დაკარგვას ხალხში. იმ წუთში ისეთი მდგომარეობა იყო შექმნილი ქვეყანაში, რომ სხვაგვარი ნაბიჯე�

Просмотров: 798 | Добавил: admin | Рейтинг: 5.0/1 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz