Главная » 2008»აგვისტო»31 » გორის რაიონიდან დევნილი მცირეწლოვანი პრეზიდენტ სააკაშვილს პატიმრობაში მყოფი უფროსი ძმის შეწყალებას სთხოვს
გორის რაიონიდან დევნილი მცირეწლოვანი პრეზიდენტ სააკაშვილს პატიმრობაში მყოფი უფროსი ძმის შეწყალებას სთხოვს
18:05
გორის რაიონის სოფელ პატარა გარეჯვარიდან დევნილი მცირეწლოვანი მინდია ღოლიჯაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს პატიმრობაში მყოფი უფროსი ძმის, ივანე ღოლიჯაშვილის შეწყალებას ითხოვს. 26 წლის ივანე ღოლიჯაშვილი ძროხის მოპარვისთვის სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდის. "მინდა გვერდით მყავდეს უფროსი ძმა, რომელიც პატრონობას გამიწევს. საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვ შეიწყალოს ჩემი ძმა", - ამბობს მინდია ღოლიჯაშვილი, რომელიც გორის რაიონის დაბომბვის შემდეგ ნათესავებთან, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ცხოვრობს. ბავშვს ფეხიც მოტეხილი აქვს და მკურნალობას საჭიროებს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, მინდიას დედა მეოთხე შვილის მშობიარობისას ბავშვთან ერთად დაიღუპა. მამა კი შრომისუუნაროა.