პარასკები, 27.12.2024, 04:27
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » აგვისტო » 28 » ტყეშელაშვილის უწყება: "რუსეთი სსრკ-ის დაშლის შედეგად შექმნილ თანამედროვე მსოფლიო წესრიგს რეალურ საფრთხეს უქმნის"
ტყეშელაშვილის უწყება: "რუსეთი სსრკ-ის დაშლის შედეგად შექმნილ თანამედროვე მსოფლიო წესრიგს რეალურ საფრთხეს უქმნის"
14:01
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "რუსეთის ხელისუფლება საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად შექმნილ თანამედროვე მსოფლიო წესრიგს რეალურ საფრთხეს უქმნის". "აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთის ხელისუფლება არა მხოლოდ ანგრევს საერთაშორისო სამართლის საფუძვლებს, არამედ რეალურ საფრთხეს უქმნის საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად შექმნილ თანამედროვე მსოფლიო წესრიგს. ეს არის მცდელობა, ევროპაში უხეში სამხედრო ძალის გამოყენების გზით ცალმხრივად შეცვალოს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები, კვლავ დაამკვიდროს გავლენის სფეროები და გამყოფი ხაზები, რომლის იქითაც დემოკრატიული განვითარება შეჩერებული იქნება და ტოტალიტარული წესრიგი დამყარდება ისეთივე მეთოდებით, როგორსაც საბჭოთა კავშირი ცივი ომის პერიოდში იყენებდა", - ნათქვამია სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო "ყოველგვარ საფუძველს მოკლებულს" უწოდებს რუსეთის ფედერაციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ "საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა აფხაზი და ოსი ხალხების ნების გაუთვალისწინებლად მოხდა" და აცხადებს, რომ "1991 წლის ხსენებული რეფერენდუმი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით), რაც თავისთავად ამ პროცესში აღნიშნული ეროვნული უმცირესობების მონაწილეობას გულისხმობს".
Просмотров: 817 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz