პარასკები, 27.12.2024, 04:12
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » აგვისტო » 28 » კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება
კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება
13:55
ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ვგმობთ დიდ რვიანში ჩვენი პარტნიორის საქციელს.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მხრიდან ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებსაც რუსეთიც აწერდა ხელს.

რუსეთის გადაწყვეტილება საეჭვოს ხდის რუსეთის, როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტის, მონაწილეობას კავკასიის რეგიონში.

ვწუხვართ საქართველოში რუსეთის მიერ შეუსაბამო სამხედრო ძალის გამოყენებისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილების მიმდინარე ოკუპაციის გამო.

მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, სრულად განახორციელოს ექვს-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, კერძოდ: დააბრუნოს თავისი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს უცვლელ და ურყევ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ხაზს ვუსვამთ, რომ ანგარიშს ვუწევთ და თანადგომას ვუცხადებთ საქართველოს დემოკრატიულ და ლეგიტიმურ მთავრობას ამ კონფლიქტის მშვიდობიანად და ხანგრძლივი დროით გადაწყვეტის საქმეში.

Просмотров: 816 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz