Главная » 2008»აგვისტო»28 » დევნილთა დახმარების მიზნით ჰუმანიტარულ საქმიანობას სანდრა რულოვსის საქველმოქმედო ფონდიც ახორციელებს
დევნილთა დახმარების მიზნით ჰუმანიტარულ საქმიანობას სანდრა რულოვსის საქველმოქმედო ფონდიც ახორციელებს
14:00
დევნილი მოსახლეობის დახმარების მიზნით ჰუმანიტარულ საქმიანობას პირველი ლედის სანდრა რულოვსის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი SOCO-ც ახორციელებს. უახლოეს დღეებში SOCO-ს ეგიდით ჰუმანიტარული ტვირთი დარიგდება, რომელსაც საქართველოში როსტროპოვიჩის ფონდი გამოგზავნის. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების საპარლამენტო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეტალურად გაეცნო ჯგუფის წევრი დეპუტატების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დევნილი მოსახლების მდგომარეობის შესახებ.