Главная » 2008»აგვისტო»28 » საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შესაძლოა, საქართველოს დახმარების სახით 750 000 000 დოლარი გამოუყოს
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შესაძლოა, საქართველოს დახმარების სახით 750 000 000 დოლარი გამოუყოს
12:33
ფულადი დახმარების საკითხს ფონდი უკვე განიხილავს. ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, ფონდმა ზარალის შესაფასებლად საქართველოში მისია გამოგზავნა. როგორც ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველო უცხოური კაპიტალის მეშვეობით სავაჭრო დეფიციტის ფინანსირებას ახდენს, რუსული აგრესიის შემდეგ კი იზრდება ალბათობა იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკამ ინვესტიციების ნაკლებობა განიცადოს. "ეს დახმარება რუსეთის აგრესიის შემდეგ ქართული ეკონომიკისადმი ინვესტორების ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს" – მიიჩნევენ სავალუტო ფონდში.