პარასკები, 27.12.2024, 04:23
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 28 » გიგი უგულავა: "ვუსურვებ დევნილებს, შემდეგი მარიამობა ბედნიერი და მშვიდობიანი ყოფილიყოს"
გიგი უგულავა: "ვუსურვებ დევნილებს, შემდეგი მარიამობა ბედნიერი და მშვიდობიანი ყოფილიყოს"
12:34
თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ზარალი აუნაზღაურდეთ". ამის შესახებ ქალაქის მერმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვის დაწყებამდე განაცხადა. უგულავამ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი დევნილებს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მშვიდობიანი მომავალი უსურვა. "მინდა, ვუსურვო დევნილებს, რომ შემდეგი მარიამობა მკვეთრად განსხვავებული - ბედნიერი და მშვიდობიანი ყოფილიყოს" - დასძინა უგულავამ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იქადაგებს. ტაძარში უამრავი ხალხია შეკრებილი, მათ შორის - რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ადამიანებიც.
Просмотров: 825 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz