Главная » 2008»აგვისტო»28 » რუსეთი საქართველოში სამი სამხედრო ბაზის განთავსებას გეგმავს
რუსეთი საქართველოში სამი სამხედრო ბაზის განთავსებას გეგმავს
13:57
რუსეთმა ე.წ. "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების" ტერიტორიაზე შესაძლოა, სამი სამხედრო ბაზა განათავსოს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" მოსკოვში სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. "სამხედრო ექსპერტები სხვა სტრუქტურების სპეციალისტებთან ერთად გათვლებს აწარმოებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით. საუბარია კერძოდ, აფხაზეთში – გუდაუთასა და ოჩამჩირეზე, სამხრეთ ოსეთში კი – ჯავის რაიონზე", - განაცხადა წყარომ. მისივე თქმით, ბაზები განთავსდება იმ ადგილებზე, სადაც საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო ნაწილები მდებარეობდა. "გუდაუთაში, სადაც სამხედრო აეროდრომია, შესაძლოა, განთავსდეს მაგალითად, მოერიშე-სადესანტო ნაწილი, ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საშუალებები, ოჩამჩირის პორტში – შავის ზღვის ფლოტის გემების ნაწილი, ჯავაში კი - მოტომსროლელი ბრიგადა", - განაცხადა წყარომ. მისივე თქმით, "ბაზების განთავსება შესაძლოა, მხოლოდ სამხრეთ ოსეთთან და აფაზეთთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ დაიწყოს".