პარასკები, 27.12.2024, 03:27
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » აგვისტო » 28 » ეკონომიკური საფრთხე კრემლშიც აღიარეს
ეკონომიკური საფრთხე კრემლშიც აღიარეს
13:55
რუსეთის ეკონომიკას რომ სერიოზული პრობლემები აქვს, ამას უკვე ყველა აღიარებს. ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები გულის მოსაფხანად, რუსულ კოლაფსზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ბოლო დღეებში მათ მხარი უცხოელმა ანალიტიკოსებმაც აუბეს. ამჟამად კი რუსთა პრეზიდენტმაც აღიარა, რომ დიდი პრობლემების წინაშე შიძლება აღმოჩნდნენ.

რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების გამო რუსეთის საფონდო ბირჟა პანიკამ მოიცვა. “გაზპრომის” კაპიტალიზაცია აგვისტოში 222 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა, “როსნეფტის” კაპიტალიზაცია - 81 მილიარდით, “სბერბანკისა” კი, - 49 მილიარდი აშშ დოლარით.

ბირჟის საფონდო მაჩვენებელმა 6,1 პუნქტით დაიწია (მაისში ის 9,4-ს შეადგენდა). აღსანიშნავია, რომ 1998 წლის ჰიპერკრიზისის დროს ეს მაჩვენებელი 7 პუნქტი იყო.

დიდი ხნის მალვის შემდეგ კრემლშიც აღიარეს, რომ “დერჟავას” თავსატეხი გაუჩნდა. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის საფონდო ბირჟის შეგნებულ ნგრევაში დასავლეთი დაადანაშაულა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის ევროპას კონკრეტული საფინანსო და ეკონომიკური პრობლემების შექმნა შეუძლია. სანქციებში იგულისხმება რუსეთისათვის საფონდო ბირჟებზე და ანგარიშებთან დაკავშირებით პრობლემების შექმნა.

სხვათა შორის, ამერიკელი იურისტები და ეკონომისტები გამოდიან ინიცაიტივით, რუსეთის დასავლური საბანკო ანგარიშების დეტალური გადამოწმება მოხდეს, მრავალი საეჭრო ანგარიში საერთოდ გაიყინოს.

უფრო შორს მიდის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი, რომელიც რუსეთის სრულ იზოლაციას (როგორც პოლიტიკურს, ისე - ეკონომიკურს) უჭერს მხარს და ამისათვის კოალიციის ჩამოყალიბებასაც კი გეგმავს.

ხუხაშვილის თქმით, რუსეთზე განხორციელებული სანქციები მხოლოდ რუსეთზე არ აისახება და, შესაძლოა, აღნიშნულმა სანქციებმა გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს. ამიტომ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ევროპა, ალბათ, სეროიზულად დაფიქრდება მოსალოდნელ შედეგებზე.

- “დასავლეთს შეუძლია პრობლემები შეუქმნას რუსეთს საფონდო ბირჟებზე და ანგარიშებთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება ეს გადაწყვეტილება, ძნელი სათქმელია, რადგან ეს საკითხი ორლესილი მახვილივით არის. რუსეთი ენერგომატარებლების ძირითადი მიმწოდებელია ევროპაში. სანქციები რუსეთზე ზეწოლის სერიოზული მექანიზმია, მაგრამ ეს დააზარალებს თავად ევროპასაც. შესაძლოა, სერიოზული გლობალური ეკონომიკური პროცესები განვითარდეს. რუსეთის ნგრევასთან ერთად, მის ნანგრევებში, შეიძლება, ბევრი სხვა ქვეყანაც აღმოჩნდეს და მე ვფიქრობ, ევროპა დაფიქრდება ამაზე”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

უფრო იმედიანადაა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. მისი თქმით, დღეს დასავლური ფული რუსეთიდან მასობრივად გაედინება, რის გამოც რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის საფრთხის წინაშეა.

- “თუ რუსეთში დასავლური ფული არ იქნება, ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება, დასავლური ფული კი დღეს რუსეთიდან მასობრივად გაედინება. აქედან გამომდინარე, რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის საფრთხის წინაშეა”, - განაცხადა იაკობაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ “ამ გადაწყვეტილებით რუსეთი დასავლეთს დაუპირისპირდა, რაც მისთვის დამღუპველი იქნება, რადგან დასავლეთს მოსკოვის დასასჯელად ყველა მექანიზმი გააჩნია”.

ჯერჯერობით მოსკოვში თავი ყინჩად უჭირავთ და ფინანსური სახსრების უქონლობას არ უჩივიან. პირიქით, კრემლი აპირებს დიდძალი თანხა დაახარჯოს ცხინვალისა და ჩრდილოეთ კავკასიის გზის აღდგენას.

რუსეთი ჩრდილოეთ ოსეთისა და ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი გზისა და როკის გვირაბის აღდგენას სასწრაფოდ გეგმავს. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღსადგენად დაახლოებით 10 მილიარდი რუბლია საჭირო. პირველ ეტაპზე სამუშაოების დასაწყებად კი 800 მილიონი რუბლი გამოიყოფა.

ტრანსპორტის მინისტრის იგორ ლევიტინის განცხადებით, გაისად როკის გვირაბის რეკონსტრუქცია დაიწყება და სამ წელიწადში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გვირაბის საგზაო საფარისა და სავენტილაციო სისტემის რემონტზე, დაახლოებით, 9 მილიარდი რუბლი დაიხარჯება. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ტრანსკავკასიური მაგისტრალის 20-კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთებასაც აპირებს, რისთვისაც 14 მილიარდი რუბლი გამოიყოფა.

Просмотров: 757 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz