Главная » 2008»აგვისტო»28 » დიმიტრი მედვედევი "თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციას" მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
დიმიტრი მედვედევი "თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციას" მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
12:33
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის აზრით, "რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განხორციელებულ სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით "თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის" წევრი ქვეყნების ერთსულოვანმა პოზიციამ ფართო საერთაშორისო რეზონანსი უნდა ჰპოვოს და სერიოზულ სიგნალად უნდა იქცეს მათთვის, ვინც საქართველოს ქმედებებს ამართლებს". "სამწუხაროდ, გვიხდება იმის კონსტატაცია, რომ გრძელდება ნაციონალური ინტერესების ძალისმიერი მეთოდებით უზრუნველყოფის მცდელობები. მსგავსი უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ქმედებების საუკეთესო მაგალითია საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია", - განაცხადა მედვედევმა. ამასთან, მან ორგანიზაციის წევრებს "კავკასიაში რუსეთის სამშვიდობო მისიის გაძლიერების" საკითხთან დაკავშირებით "გაგებისა და ობიექტური შეფასების" გამო მადლობა გადაუხადა. "დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი პოზიცია საერთაშორისო რეზონანსს ჰპოვებს. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება სერიოზული სიგნალი მათთვის, ვინც აგრესიის გამართლებას ცდილობს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.