Главная » 2008»აგვისტო»28 » ესტონეთი ევროკავშირს "რუსეთთან ურთიერთობის ყველა სპექტრის გადახედვას" შესთავაზებს
ესტონეთი ევროკავშირს "რუსეთთან ურთიერთობის ყველა სპექტრის გადახედვას" შესთავაზებს
14:00
1 სექტემბერს ევროკავშირის საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ესტონეთის დელეგაცია ევროკავშირს "რუსეთთან ურთიერთობის ყველა სპექტრის გადახედვას" შესთავაზებს. ესტონეთის ხელისუფლებამ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ღონისძიებათა პაკეტს, რომლის შეთავაზებასაც ოფიციალური ტალინი ევროკავშირისთვის "საქართველოსთან კონფლიქტისა და რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან" დაკავშირებით აპირებს. "ესტონეთის ხელისუფლება შესთავაზებს ევროკავშირს, გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის ყველა სპექტრი, რათა მოსკოვს მიეცეს სიგნალი, რომ მეზობელთან თუ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან აგრესიული დამოკიდებულება უკვალოდ არ ჩაივლის" – აცხადებენ ესტონეთის მთავრობაში.