ჩინეთი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას კიდევ ერთხელ გმობს. "ჩინეთის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს პრეზიდენტ მედვედევის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს" - ნათქვამია ჩინეთის საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში