პარასკები, 27.12.2024, 03:25
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 28 » ედუარდ შევარდნაძე: თუ ქვეყანას კარგი პრეზიდენტი მართავს...
ედუარდ შევარდნაძე: თუ ქვეყანას კარგი პრეზიდენტი მართავს...
22:30
რუსეთის საოკუპაციო ჯარის საქართველოში შემოსვლამ, პოლიტიკური პროცესების ზედაპირზე ბევრი ისეთი დოკუმენტი ამოატივტივა, რომლებიც ერთგვარი ნაღმებივით არის ჩალაგებული ქართულ-ოსურ და აფხაზეთის კონფლიქტებში, რომლებიც მოსკოვმა ლამის თვალებზე აგვაფარა. ასეთი დოკუმენტების დიდი ნაწილი ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს არის ხელმოწერილი.

ქართულ-რუსულ ურთიერთობებში შექმნილ კრიზისა და ცხინვალის ოპერაციასთან დაკავშირებით “პრესა.გე” ყოფილ პრეზიდენტ ედურდ შევარდნაძეს ესაუბრა.

- არა მგონია, რუსეთის ხელისუფლებას ქონოდა დაგეგმილი საქართველოში შემოჭრა. რა მოხდა 9 აგვისტოს ცხინვალში და რაც მოხდა იმაში ვინ არის დამნაშავე ამის გარკვევას დრო სჭირდება. უნდა შევსულიყავით თუ არა კონფლიქტის ზონაში და გამოიწვია თუ არა ამან ქართულ-ოსური კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება ამას გამოძიება უნდა.

როგორ ფიქრობთ, აქვს საერთაშორისო საზოგადოებას იმის ბერკეტები, რომ რუსეთი აიძულოს საქართველოს სუვერენულ უფლებებს პატივი სცეს?
- ვუყურე, ბრიუსელში, თითქმის მთელი ევროპისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რომ გაიმართა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. რუსეთი ამ კავშირების გარეშე ვერ იარსებებს. “იმპერია უნდა აღდგესო” - ერთმა რუსმა ჟურნალისტმა მითხრა ორი დღის წინათ.

მე მას  გავახსენე რუსეთ-ჩეჩნეთის ომი. ჩეჩნებმა საბრძოლო ნათლობა ხომ აფხაზეთში მიიღეს, როცა ქართველებს ებრძოდნენ. მერე დაბრუნდნენ უკან იარაღით და მიუბრუნდა რუსეთს ბუმერანგად. სწორედ ასე შევუთვალე მაშინ რუსეთის მთავრობასაც. მერე დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის ომი. რა გარანტია აქვთ, რომ ხვალ რუსეთს არ წარმოექმნება დაღესტანის პრობლემა, სადაც 5 მილიონი ადანიამი ცხოვრობს და ზღვაზე გასასვლელიც აქვთ? ან, თათარსტანის, რომელიც 100 მილიონი დოლარის ნავთობს მოიპოვებს.

თქვენ კარგად იცნობთ რუსულ მენტალიტეტს, როგორ ფიქრობთ საერთაშორისო იმიჯის შელახვად უღირს მოსკოვს საქართველსთან ურთიერთობის გამწვავება?
- ზნეობრივი და მორალური თვალსაზრისით ამ ომის გამო რუსეთის საერთაშორისო იმიჯს დიდი ზიანი მიადგა. მე მგონი ორივე მხარემ დაუშვა შეცდომა, ჯერ ქართულმა და შემდეგ - რუსულმა. ცხინვალში არ უნდა შევსულიყავით, თუ სათანადოდ არ ვიყავით მომზადებულნი. ცოტა სხვა მორალური და ფსიქოლოგიური გარემო უნდა შექმნილიყო, როგორც ქვეყანაში ისე - საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, ჯარიც სხვა უნდა ყოფილიყო.

მე გადაწყვეტილებების მიღებაში არ ვმონაწილეობ, არც პრეტენზია მაქვს, მაგრამ ესენი ჭკუას არავის ეკითხებიან, თვითონ წყვეტენ ყველაფერს და ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის არ არის გამართლებული. ცხინვალში რომ არ შევსულიყავით ეს ომი არ იქნებოდა და თუ შევდიოდით, პირველ რიგში როკის გვირაბი უნდა დაგვეკავებინა. როკის გვირაბი არის გასაღები. ამ გვირაბის გარდა სხვა გზა არ არსებობს ჩრდილო ისეთიდან და რუსეთიდან.

შეცდომის გამომზეურების შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა იკისროს თუ არა პასუხისმგებლობა?
- ძნელი სათქმელია. ხელისუფლებამ ნოემბრის მოვლენებზე ან ”იმედის” დარბევაზე არ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა? ყველაფერი ჩვეულებრივად ჩატარდა. 7 ნოემბერს ხალხი დაიჭრა, ბევრი დაინვალიდდა და ამაზე საზოგადობისათვის პასუხი არავის გაუცია. როდესაც 2 ნოემბერს პირველად გამოვიდა მოსახლეობა ქუჩაში, ესენი იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც ითხოვდნენ ელემენტარულ რამეს.

მაშინ რომ ჩასულიყო  ხელსიუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი და დალაპარაკებოდა ხალხს და  რაღაც გადაწყვეტილება მიეღოთ, შეიძლება ისე აღარ განვითარებულიყო მოვლენები. გახსოვთ პერზინედტის ინაუგურაციის დღეს, იპოდრომზე 300 ათასი კაცი რომ მივიდა? ეს ხელისუფლების მინუსია.

ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა 200 და 300 ათასი კაცის ქუჩაში გამოსვლა საგანგაშო მოვლენაა. საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რატომღაც ეს ყველაფერი სათანადოდ არ შეფასდა, ოპოზიცია ხმაურობდა მაგრამ მარტო ხმაური საქმეს არ შველის.

საქართველოში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების გამო, რუსეთს აქ ხელისუფლების გადატრიალების მოწყობის იმედი ქონდა. მაგრამ, როგორც ჩანს რუსეთმა დასაყრდენი ვერ ნახა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ელოდით ოპოზიციისაგან ასეთ ერთიანობას?
- ნამდვილად არ ველოდი ოპოზიციაში ასეთი ერთიანობა თუ იქნებოდა. სხვათა შორის ჩვენი ოპოზიცია საკმაოდ სოლიდური აღმოჩნდა პოლიტიკურად, ზნეობრივად და მორალურად. როცა საფრთხე დაემუქრა ქვეყანას და ცხინვალის რეგიონს, მაშინ ოპოზიციამ გამოაცხადა მორატორიუმი.

სხავათა შორის ყველა ქვეყანაში ოპოზიცია ასე არ იქცევა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ოპოზიცია საკმაოდ მომწიფდა და პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება მიიღო. როცა ქვეყანა ომშია პოლიტიკურ ბრძოლაზე თვალი არ უნდა გვეჭიროს.

არსებულ კრიზისულ ვითარებაში კოალიციური მთავრობის შექმნის იდეა თუ არის მისაღები?
- ისეთ სიტუაციაში, როგორშიც დღეს საქართველოა უფრო ერთმართველური რეჟიმი ამართლებს, თუ ქვეყანას კარგი პრეზიდენტი მართავს. არ მინდა ვთქვა, რომ ცხინვალის გამო პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადადგეს, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. სააკაშვილი ახალგაზრდა კაცია, საკმაოდ დიდი სკოლა გაიარა საზღვარგარეთ და გამოცდილებაც მიიღო. ახლა ვერ ვიტყვი, ცხინვალში შესვლა შეცდომა იყო თუ არა, ამას ხალხი გასჯის.

ოპოზიცია მოითხოვს საქართველო ნატო-ში დაჩქარებული წესით მიიღონ. თუ არსებობს ამის პრეცედენტი მსოფლიოში და რამდენად აქვს საქართველოს შანსი, რომ რუსეთთან სამხედრო - პოლიტიკურ დაპირისპირებაში მყოფი ქვეყანა ევროატლანტიკურმა სტრუქტურებმა ინტეგრაციის თვალსაზრისით გარკვეულ ეტაპზე მაინც დააყენონ?
- მე ვუსმინე ამერიკი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გამოსვლას. სამჯერ გამოვიდა იგი საქართველოს საკითხზე. მოვისმინე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის გამოსვლაც და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ევროპა თავის შეცდომას მიხვდა. საქართველოსათვის აპრილში მაპ-ის არმინიჭებით ევროპამ დიდი შეცდომა დაუშვა. ეხლა მაპ-საც გავძლევენ და ნატოშიც მიგვიღებენ. რუსეთის პოზიცია აქ გადამწყვეტი არ არის.

Просмотров: 813 | Добавил: admin | Рейтинг: 5.0/1 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz