გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმდოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მხარს არ დაუჭერს ფედერაციის საბჭოსა და დუმის მოწოდებას, აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
- ”შეშფოთებით ვიყურუებ რუსეთის დუმის გუშინდელ დადგენილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ რეზოლუციას ხელს არ მოაწერს. ეს იქნებოდა მორიგი, საგანგებოდ კრიტიკული ვითარება საქართველოს ტერიტორულ მთლიანობასთან დამოკიდებულებაში”, - განაცხადა მერკელმა, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეფასებით, საქართველო განვითარების გზაზე დგას.
- ”საქართველო ნამდვილად ვითარდება. ძალიან მინდა, ამას მხარი დაუჭიროს ბევრმა საერთაშორისო ინვესტორმა”, - განაცხადა მერკელმა და აქვე დასძიანა, რომ ევროკავშირის შეუძლია, სერიოზული წვლილი შეიტანოს საქართველოს ინფრასტრუქტურის აღდგენაში, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად განადგურდა.
მისვე თქმით, საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ახლა უკვე დამოუკიდებელი ქვეყნები არიან და მესამე ქვეყანამ, კერძოდ, რუსეთმა მათ განვითარებას ხელი არ უნდა შეუშალოს.
-”საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მოვლენაა, თუმცა ეს იყო დემოკრატიული მოძრაობის ნაწილი. ცალკეული სახელმწიფოები, რომლებიც შედიოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ახლა თავიანთ გადაწყვეტილებებში თავისუფალნი არიან”, - აღნიშნა მან.
|