პარასკები, 27.12.2024, 04:10
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 26 » ქართული პოლიცია დაბა ახალგორთან განლაგდა
ქართული პოლიცია დაბა ახალგორთან განლაგდა
15:48
ახალგორის რაიონში ვითარება გუშინ უკიდურესად გამწვავდა. სეპარატისტული ხელისუფლების მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბორის ჩოჩიევის ცნობით, რაიონის ერთ-ერთი სოფელი, რომელიც უშუალოდ დაბა ახალგორთან მებარეობს, ქართულმა პოლიციამ დაიკავა, თუმცა “ამ შემთხვევაში საუბარი არ არის სოფლის მიტაცებაზე”.

- “სამხრეთ ოსეთიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, საქართველოს შსს-ს ქვედანაყოფები ლენინგორის რაიონის სიღრმეში შევიდნენ და ამჟამად სოფელ მოსაბრუნთან იმყოფებიან. ჩვენ დავუკავშირდით ლენინგორის მოსაზღვრე საქართველოს რაიონის ხელმძღვანელობას, რათა მათ საქართველოს შსს-ს დანაყოფები მშვიდობიანად გავიდნენ სამხრეთ ოსეთის საზღვრებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომელიც მათ წასვლას აიძულებს”, - აცხადებს ჩოჩიევი.

- “ქართული პოლიცია იქ დარჩება, სადაც შევიდა. არანაირი მოლაპარაკება არ მიდის და ქართული პოლიციაც იქიდან გასვლას არ აპირებს. სხვა ზომებს მივმართავო - რას ნიშნავს, არ ვიცი,მაგრამ ქართული პოლიცია რომ იმ ადგილების დატოვებას არ აპირებს, ცხადია. ეს ქართული სოფლებია და ქართული პოლიცია ვალდებულია დაიცვას ისინი. შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი. რაც მოხდება, მოხდება”, - განუცხადა აღნიშნულის შესახებ “რეზონანსთან” შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.

პარალელურად კოკოითის შს მინისტრმა მიხაილ მინძაევმა ჟურნალისტებს ახალგორის რაიონში ქართველი სამხედროების დაკავების შესახებ ამცნო. მისი თქმით, რაიონში მდებარე ცხინვალის მილიციის ერთ-ერთმა გაძლიერებულმა საგუშაგომ საქრთველ სამხედროთა ჯგუფი დააკავა.

თბილისში ქართველ სამხედროთა დაკავებას უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ახალგორში ვითარება იძაბება. ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალგორში, რომელსაც ოსური შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებენ, ვითარების ესკალაციის საფრთხე ასრულებს.

ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, შერეული სამხედრო კომისიის დოკუმენტიდან გამომდინარე, ახალგორსა და მის სოფლებში განლაგებული ოსი (და ასევე რუსი) საჯარისო ნაწილები არასამშვიდობო, არამედ საოკუპაციო მისია აქვთ. საქართველოს ხელისუფლებამ კი როგორმე საბრძოლო ექსცესები თავიდან უნდა აიცილოს.

ოსებისა და რუსებისგან შემდგარი სამხედრო ფორმირებები ახალგორის შესასვლელთან, პატარა სოფელ ფიჭვნართან დგანან. როგორც დაბის მოსახლეობა “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, ისინი მთელი დღის მანძილზე აქედან აკონტროლებენ რაიონსა და მის მიმდებარე სოფლებს. მათივე თქმით, თვითონ ახალგორის პოლიციასთან შენობასთან 3 ჯავშანმანქანაა მობილიზებული.

ქსენია ხ., ახალგორის მცხოვრები: დღეს ჯავშანმანქანებმა მთელ რაიონს წრე დაარტყეს, როგორც ჩანს კონტროლის მიზნით. ხალხს არაფერს ერჩიან. დაახლოებით 5 საათზე ახალგორს ვერტფრენმაც გადაუფრინა, ალბათ ასევ კონტროლის მიზნით. აი, ამ წუთშიც (რესპოდენტთან ეს კომენტარი საღამოს 8-ის ნახევარზე ჩაიწერა - რედ) კიდევ ჩაიარეს.

მთლიანად რაიონში უჩვეულო სიჩუმე დგას. ხალხი არ არის, ვინც არის, სახლშია ჩაკეტილი და გარეთ იშვიათად, თუ ეს აუცილებლობაა, მაღაზიაში გავიდეს ან სადმე, მაშინ გამოდის. ასეარიან ქართველები. ოსები უფრო თამამად ვართ.

ლალი გ: სოფელ მოსაბრუნში ქართული პოლიცია დგას. როგორც აქ ხალხი ამბობს, მოსაბრუნიდან ქართველებს კონტროლი აღარ შეუძლიათ. ანუ მოსაბრუნის აქეთ, ახალგორისკენ, რუს სამხედრო ძალთა კონტროლირებადი ტერიტორიებია. უფრო მეტიც, ამ ტერიტორიების გაზრდას კოკოითი სოფელ ოძისამდე გეგმავს. ოძისი მოსაბრუნის შემდეგ არის.

როგორც გვეუბნებიან, რუსებისა და ოსებისგან შემდგარი ჯარი ქართველებისგან “გვიცავს”. უკვე გვეშინია, რომ თუ სადმე შენიშნეს ქართველისგან რაღაცა ჩხუბი ან გასროლის მსგავსი, ომითუ არა, რაღაცა საშინელება მოხდება. რაღაცნაირად ეჭვი გვაქვს, რომ შეიძლება რაღაცა პროვოკაცია მოხდეს. ქართველი ჯარი მოსაბრუნს თუ გამოცდა, ეს ომის დაწყების ტოლფასი იქნება, რადგანაქ ისე არავინ შემოუშვებს.

ახალგორის მოსახლეობის თქმით, აღნიშნული რაიონული ცენტრიუკვე მზადდება იმ ტერიტორიულ ერთეულად, სადაც კოკოითისრეზიდენცია განლაგდება.

ლალი გ: “ამისთვის მზადება სეპარატისტების ლიდერმა უკვე დაიწყო: კოკოითმა 2 დღის წინ თავისი წარმომადგენელი - ლოლიტა ბედოევა გამოგზავნა, რომელმაც ადგილობრივებს მიმართა: ნუ გეშინიათ ნურც ქარველებს, ნურც ოსებს. კოკოითი ყველანაირადდაგეხმარებათ. ახლა გამოგზავნა კიდეც ჰუანიტარული დახმარება,მაგრამ მათი ჩამოტანა გაჭირდა. ყველა - ოსები და ქართველები - ერთად ვიცხოვრებთ. ვისაც არ გინდათ აქ ცხოვრება, წადითო - ასე გვითხრა ბედოევამ.

თამარ ტ: 2 დღეა, რაც რაიონში გაზი გათიშულია. ბედოევა შეგვპირდა, გაზიც მალე გექნებათ და შუქიცო. ისიც კი გვითხრეს, რუსეთის მოქალაქეობა მიიღეთ და საკუთარი უსაფრთხოება უფრო გარანტირებული გექნებათო. ვეღარ გავიგეთ: თუ აქ კოკოითი შემოდის და სამხრეთ ოსეთის მთავარი რეზიდენცია ხდება ახალგორი, სამხრეთ ოსეთს ხომ დამოუკიდებლობა რუსეთმა მისცა. თუკი დმოუკიდებელია, რუსეთის პასპორტები რატომ უნდა ავიღოთ?!

ძალიან ბევრი რამეა გაურკვეველი. თუნდაც ის, რომ გუშინწინ კოკოითის წარმომადგენელმა კრება რომ ჩაატარა და რაღაც საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, ამ ჯგუფის არჩევაში დიდი გაწამაწია ჰქონდათ. სულ 6 კაცი აარჩიეს. წევრებად ქართველებიც არიან და ოსებიც. საინიციატივო ჯგუფის უფროსად ჯამბულ ბერიძე აირჩიეს. ესის ჯამბულია, რომელიც გამსახურდიას დროს ქართველებისა და ოსების დაპირისპირების დროს ოს მოსახლეობას არბევდა. მაგრამ რატომ აირჩიეს, ვერ გეტყვით, არ ვიცი.

ახალგორელები ამბობენ, რომ საინიციატივო ჯგუფი ახლა მოსკოვშია კოკოითთან. იქ, მათივე თქმით, რაღაც ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწერონ. დაბის მოსახლეობა უმწეობას განიცდიან და მთავრობას არსებულ მდგომარეობაში გარკვევასა და შველას სთხოვენ.

ლალი გ: ქართველებს ძალიან გვეშინია. რამდენიმე ქართული ოჯახი შვილებით და საქონლებით ტყეში ვიხიზნებოდით. 1-2 დღეა, რაც რაიონში ჩამოვედი. ფაქტობრივად, უპატრონოდ ვართ დაყრილები. საქართველოს მთავრობისგან არაფერი ისმის. რა ვქნათ, არ ვიცით. ვინმე მთავრობის წარმომადგენელი რატომ არ ჩამოდის? თუმცა, როგორ ჩამოვა, როცა რუსებისა და ოსების ჯარია მობილიზებული შემოსასვლელთან. აღარ ვიცით რა ვიფიქროთ. უკვე გვგონია, რომ მთავრობამ ახალგორი კოკოითს აჩუქა.

გულო ჩ: ახალგორში ყოფნა შემეშინდა და მოსაბრუნში წავედი, პატარა სოფელია და ვფიქრობდი, რომ აქ ჯარი არ იქნებოდა. 2 დრე გავჩერდი. დღეს ქართველების “სპეცნაზი” შემოვიდა. მართალია სიმშვიდეა, მაგრამ მაინც შემეშინდა და თბილისში ჩამოვედი.

რა ხდება ახალგორში და უნდა ველოდოთ თუ არა იქ ვითარების გამწვავებას? - “რეზონანსი” ამის გასარკვევად მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

მამუკა არეშიძე: ყოფილი სამხრეთ ოსეთი 4 რაიონად იყოფოდა: ჯავის რაიონი, ცხინვალის რაიონი, ზნაურის რაიონი დალენინგორის, ანუ ახალგორის რაიონი. კოკოითის ადმინისტრაცია ჯავას მთლიანად აკონტროლებდა, ასევე ზნაურის - 65-70%-ს დაცხინვალის რაიონის - 50%-ს. ახალგორის 70% ქართული მხარეაკონტროლებდა, 30%-ს - ოსური მხარე.

ოსურ მხარეში ყველაზე დიდისოფელი იყო წინაგარა. ეს ის სოფელია, საიდანც დიდი კონტრაბანდა შემოდიოდა ერგნეთის ბაზრობის დაშლის შემდეგ. როგორც აფხაზებმა“აღადგინეს” ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ოსმა სეპარატისტებმაც დაისახეს მიზნად “ტერიტორიული მთლოანობის აღდგენა”. ახალგორი ქართული მხარისგან 1991 წლიდან კონტროლირდება და შედის მცხეთა-თიანეთის რეგიონში. ახლა ოსმა სეპარატისტებმა გადაწყვიტეს, რომ “უკან დაიბრუნონ”.

ახალგორი კოკოითის სარეზიდენციო ადგილად რომ გარდაიქმნას,ამას ექსპერტი არ გამორიცხავს.

“შესაძლებელია კოკოითმა ახალგორი მართლაც აქციოს თავის რეზიდენციად მანამ, სანამ არ აღდგება ცხინვალი. ანუ სამხრეთოსეთის ხელისუფლება ახალგორში გადასვლას რომ გეგმავს, ამას არ გამოვრიცხავს, მაგრამ შემიძლია ეჭვიც შევიტანო, რადგან ცხინვალისა და ახალგორის შემაერთებელი გზა პრინციპში არ არსებობს.

ანუ, ცხინვალიდან ახალგორში რომ მოხვდე, სასოფლო გზებითუნდა იარო. სამანქანო გზით ტრასაზე უნდა გახვიდე, ტრასა კი,მოგეხსენებათ, ჩვენი კონტროლის ქვეშაა. აქედან გამომდინარე,არაკომფორტულია ახალგორიდან სამხრეთ ოსეთის მართვა”, - ამბობს არეშიძე.

როგორც ის “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, ქართულ ჯარს ახალგორში შესვლა, შესაძლოა ახალი ომის დაწყების ფასად დაუჯდეს.

მამუკა არეშიძე: თუკი ქართული ჯარი ეცდება ახალგორშიშესვლას, რა თქმა უნდა, ეს შეიარაღებულ დაპირისპირებასგამოიწვევს. რუსეთის ჯარი საპასუხო რეაქციას არ დააყოვნებს. რაგააკეთოს საქართველოს მთავრობამ? - ამის თქმა საგაზეთოფურცლებზე არ მსურს, მით უმეტეს, რომ ხელისუფლებამ იცის, რაცუნდა გააკეთოს. ყოველ შემთხევაში, უნდა აიცილოს საბრძოლოექსცესები, თორემ აუცილებლად საპასუხო რეაქცია მოჰყვება.

იმ ხელმოწერილ დოკუმენტში (შერეული საკონტროლო კომისიის დოკუმენტს ვგულისხმობ, რომელსაც ეყრდნობა რუსეთი) სწორედ ის არის გათვალისწინებული, რომ რუსეთის ჯარი იმ ტერიტორიაზე უნდა დადგეს, სადაც ადრე იდგა. შესაბამისად, ახალგორში არც რუსი და არც ოსი ჯარი არ უნდა იდგეს ისევე, როგორც არ უნდა იდგნენ ფოთსა და სხვა ბევრ ადგილასაც.

“აღნიშნული დოკუმენტი რუსეთის შეიარაღბული ნაწილების ყოფნას ითვალისწინებს სოფელ კარალეთამდე, ახალგორი საერთოდ არ ფიგურირებს. ამდენად ისინი იქ იმყოფებიან არა სამშვიდობო, არამედ საოკუპაციო ფუნქციით.

ექსპერტის თქმითვე, დღეს ახალგორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალერი სოკუროვია. რაც შეეხება ახალგორელი მოსახლეობის მიერ დასახელებულ ჯამბულ ბერიძეს, მასზე ინფორმაცია ექსპერტს არ აქვს.

“ადგილობრივი ქართველია. სხვა მასზე არაფერი ვიცი”, -აცხადებს არეშიძე.

Просмотров: 823 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz