Главная » 2008»აგვისტო»26 » თემურ იაკობაშვილი: "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპა და საერთაშორისო ორგანიზაციები ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდნენ"
თემურ იაკობაშვილი: "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპა და საერთაშორისო ორგანიზაციები ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდნენ"
14:00
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ევროპას და საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს. "ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროპა და საერთაშორისო ორგანიზაციები ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდნენ. დღეს ჩვენ განვიხილეთ კონკრეტული პროექტები, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ევროპა გეგმავს. რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული დევნილთა საკითხია, რომელშიც ევროპის წვლილი საკმაოდ მნიშვნელოვანია", _ განუცხადა ჟურნალისტებს იაკობაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო მინისტრი ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს უმაღლეს კომისარს თომას ჰამარბერგსა და ევროკომისიის საჭიროებათა შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.