ამ წუთებში საქართველოში რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები უჭირავთ წარწერებით: "ნუ გადაწყვეტთ ჩვენს ბედს ჩვენს გარეშე", "არა – რუსეთის ფაშიზმს", "გაეთრიეთ საქართველოდან!". აქციაში დევნილებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.