Главная » 2008»აგვისტო»26 » ოსური ბანდფორმირებები ცხინვალის კონფლიქტის ზონის ქართული სოფლების მოსახლეობას აწიოკებენ
ოსური ბანდფორმირებები ცხინვალის კონფლიქტის ზონის ქართული სოფლების მოსახლეობას აწიოკებენ
13:11
ოსური ბანდფორმირებები ცხინვალის კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას სახლების დატოვებას კატეგორიულად სთხოვენ. როგორც "პირველს" შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნაბულის ლადო ვარძელაშვილის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, ოსურმა ბანდფორმირებებმა რამდენიმე ქართულ სოფელში შეჭრა და მოსახლეობის დაწიოკება გუშინ საღამოდან დაიწყეს. "ამ რეგიონში ოსი სეპარატისტები კვლავ მაროდიორობენ, მოსახლეობას აწიოკებენ, სახლებში უვარდებიან და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ", - განაცხადეს რწმუნებულის პრეს-სასმსახურში. მისივე ინფორმაციით, ოსური ბანდფორმირებები მაროდიორობას რუსეთის მიერ გახსნილ საგუშაგოებთან ახორციელებენ.