Главная » 2008»აგვისტო»26 » "ლეიბორისტები" მედვედევს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისგან თავის შეკავებას ურჩევენ
"ლეიბორისტები" მედვედევს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისგან თავის შეკავებას ურჩევენ
14:02
ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს მოუწოდებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიაროს. "როგორც "პირველს" ნათელაშვილმა განუცხადა, "მსოფლიოში 5 000 ენობრივი ჯგუფი და 200 სახელმწიფოა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავად რუსეთს, შემდეგ კი ერთმნაეთის მიყოლებით მთელ რიგ სხვა სახელმწიფოებს შეუქმნის საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა, საბოლოოდ მთელი ცივილიზაცია დაღუპვამდე მიიყვანოს". "იმედი მაქვს, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის ატეხილი ბრძოლა მალე შეწყდება და რუსი და ქართველი ხალხის ინტერესები გაიმარჯვებს" - დასძინა ნათელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სოჭში უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საბჭოს წევრებთან ერთად სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის საკითხს განიხილავს.