Главная » 2008»აგვისტო»26 » დღეს გორში ქვემო ქართლიდან რიგით მეხუთე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება
დღეს გორში ქვემო ქართლიდან რიგით მეხუთე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება
12:01
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში დავით კირკიტაძე დღეს შიდა ქართლის რეგიონში ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანს. ჰუმანიტარული ტვირთი 10 ტონას იწონის და მასში კარტოფილი, ყველი და ბოსტნეული შედის. ჰუმანიტარული დახმარება გორში ჩავა, შიდა ქართლის ადმინისტრაცია კი მას საჭიროების მიხედვით გადაანაწილებს. როგორც ცნობილია, ეს რიგით მეხუთე ტვირთია, რომელიც ქვემო ქართლიდან შიდა ქართლში იგზავნება. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლი რუსული აგრესიის შედეგად დაზარელებული მოსახლეობის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.