პარასკები, 26.04.2024, 07:14
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » აგვისტო » 26 » აშშ და რუსეთის გემები ერთმანეთს უახლოვდებიან
აშშ და რუსეთის გემები ერთმანეთს უახლოვდებიან
20:58
რუსების მიერ ოკუპირებული ფოთისკენ ამერიკული ხომალდი ”მაკფოლი” მოემართება. სევასტოპოლის პორტიდან კი საქართველოს ტერიტორიალური წყლებისკენ კრეისერი ”მასკვა” დაიძრა. ორი ქვეყნის გემების საზღვაო გადაადგილებას წინ ის მწვავე განცხადებები და დაპირებანი უსწრებდა, რომელთა შესრულებაზეცაა ახლა საქართველოსა და საერთოდ თავისუფალი სამყაროს ბედ იღბალი.

”დიდი შვიდიანის” ქვეყნების წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან რუსეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადაც ერთხმად მიიღეს რეზულუცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისათვის დამოუკიდებლობის სტატუსის მინიჭებაზე. გუშინ რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ დიმიტრი მედვედევს მიმართა თხოვნით, აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

”დიდი შვიდიანის” შემადგენლობაში შემავალი ქვეყნები: აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ. ”ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და შეშფოთებულები არიან რუსეთის გეგმით, აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”, - განუცხადეს ”როიტერს ” აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლუის მარია დე პუჩი მოითხოვს, რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და სრულად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით იკისრა.

- ”რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს სტრატეგიული პოზიციების ოკუპაცია დაუშვებელია და ვერ ჩაითვლება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში მოხსენებულ უსაფრთხოების დამატებით ზონებად”, - აცხადებს ლუის მარია დე პუჩიმ.

დღეს კი სოჭში, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. რუსული სააგენტოების ცნობით, სხდომაზე იმსჯელებენ, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდება რუსეთი სამხეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში.

გარდა ამისა, პრეზიდენტი მედვედევი დააზუტებს იმ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დარჩებიან.

სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერეგი ლავროვი, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერები, ბორის გრიზლოვი და სერგეი მირონოვი, აგრეთვე, სავარაუდოდ, ნატო-ში რუსეთის წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი.

სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსული ჯარების ყოფნას, მოსკოვში ადამიანის უფლებთა დამცველები აპროტესტებენ და მათ აქცია გამართეს. ისინი შემშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსული ჯარი ამ დრომდე საქართველოს ტერიტორიაზე რჩება.

”ინტერფაქსის” ინფორმაციით, 400-მდე აქტივისტი მოსკოვის ცენტრში, გრიბოედოვის ძეგლთან შეიკრიბა და ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოვიდა.

- ”ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯარი კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ქმნის”, - მიაჩნიათ აქციის მონაწილეებს.

აქცია სანქცირებული იყო და ექსცესების გარეშე დაიშალა.

რუსეთის დუმის გადაწყვეტილებას თეთრი სახლიც ეხმაურება: ”რუსეთის დუმის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ჩვენთვის მიუღებელია, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს”, - აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიაციალურმა წარმომადგენელი, რობერტ ვუდი.

ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა რუსეთის ლიდერებს კვლავ მოუწოდა, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

- ”შეშფოთებული ვარ რუსეთის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის - ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო სათათბიროს აპელაციით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისადმი, საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე”.

- “მოვუწოდებ, რუსეთის ფედერაციას, რომ შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და არ აღიაროს სეპარატისტული რეგიონები”, - განაცხადა მან.

Просмотров: 777 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz