Главная » 2008»აგვისტო»26 » რუსეთის მოსახლეობას ე.წ "საქართველოს თავდასხმის მსხვერპლთა" ანგარიშზე თანხების გადახდას აიძულებენ
რუსეთის მოსახლეობას ე.წ "საქართველოს თავდასხმის მსხვერპლთა" ანგარიშზე თანხების გადახდას აიძულებენ
12:01
რუსეთის მოსახლეობას ე.წ "საქართველოს თავდასხმის მსხვერპლთა" ანგარიშზე თანხების გადახდას აიძულებენ. რუსეთის რეგიონებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. "ჰუმანიტარული დახმარება" რუსეთის მოქალაქეებს ხელფასიდან იძულებითი მეთოდით დაექვითებათ. ამასთან, ინტერნეტ-გამოცემა News.ru ავრცელებს ციტატას ერთ-ერთი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებულებიდან. "მათ, ვინც ერთი დღის ხელფასს საქართველოს თავდასხმის მსხვერპლთა ანგარიშზე არ გადარიცხავს, ხელფასის დანამატი დაექვითებათ და დაერიცხებათ მათ, ვინც თანხა ნებაყოფლობით გადარიცხა" – ნათქვამია ბრძანებულებაში. რუსეთის მოსახლეობა ხელისუფლების ამ მოთხოვნით აღშფოთებულია.