პარასკები, 27.12.2024, 04:19
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » აგვისტო » 26 » ჯარისკაცი კოდორიდან: ერთი პროცენტი არ იყო გადარჩენის იმედი
ჯარისკაცი კოდორიდან: ერთი პროცენტი არ იყო გადარჩენის იმედი
13:06

- ორთვენახევარი, სამი თვის ჩასული ვიყავი კოდორში სროლა რომ დაიწყო. ვიცავდით ჩვენს ტერიტორიას, ვიცავდით კოდორს, სამშვიდობო მისიით ვიყავით.Dცხინვალის რეგიონში ბრძოლა, რომ დაიწყო, მაშინ ჩვენთან სიმშვიდე იყო. სანამ რუსი ჩაერეოდა, ჩვენთან სიმშვიდე იყო და რუსი რომ ჩაერია, მერე დაიწყო დაბომბვა.

სახლებს არ ურტყამდნენ, ბომბებს გვერდზე ყრიდნენ, პირადად ჩვენთვისაც არ დაურტყამთ, ახლომახლო გვირტყავდნენ, ჩვენ ტყეში ვიყავით, ჩვენთან ახლომახლო სახლები არც იყო. 2-3 საათში ხდებოდა დაბომბვა. ჩვენგან პირდაპირ სროლა რომ ხდებოდა, მაშინ გვირტყავდნენ პირდაპირ.

ჩვენი მხრიდან მსხვერპლი იყო?
ერთი ნაღმზე აფეთქდა, ერთი ჩვეულებრივი სროლის დროს დაიღუპა. ჩვენს წინ სპეცნაზი იდგა, ჩვენი სპეცნაზი ებრძოდა. მოწინააღმდეგე მხარეს აფხაზები იყვნენ თუ რუსები, ვერ გეტყვით.

რამდენი დღე გრძელდებოდა ეს ბრძოლა?
- ალბათ, 5 დღე. საჭმელიც გვქონდა და სასმელიც. კოდორის ხეობას ცალკე სარდალი აკონტროლებდა. მისი სახელი და გვარი ზუსტად არ მახსოვს. ომი სანამ დაიწყებოდა, არაფერი გვაკლდა, გეგონება კაი “დაჩაზე” ხარო. საკვები, სასმელი გვქონდა, დროს ტარება, ბანაობა იყო, დიდი მდინარე ჩამოდიოდა.

როდესაც იქაურობა დავტოვეთ და წამოვედით, რუსებს და აფხაზებს რომ არ დარჩენოდათ, რაც იყო სუყველაფერი გავანადგურეთ, კოტეჯები გავანადგურეთ - დავნაღმეთ, ავაფეთქეთ, ბენზინი იყო იქ ცისტერნებით და ავაფეთქეთ. ამერიკული იარაღი ემ-4 იყო ჩამოტანილი, ერთ “კამაზამდე” და ისიც ავაფეთქეთ.

როცა მოწინააღმდეგე გბომბავდათ, გქონდათ იმის საშუალება რომ ჩამოგეგდოთ?
- კი, გვქონდა ჩამოგდების საშუალება და რამდენიმე მგონი სამი ჩამოვაგდეთ კიდეც. თავად არ მინახავს, სხვა ტერიტორიაზე ეცემოდა.

კავშირი სულ მობილურებით იყო, “რაციებიც” კი არ ჰქონდა ჯარსო, ამბობენ და თქვენთანაც ასე იყო?
- ჩვენთან ყველაფერი ნორმალურად იყო.

როდის დატოვეთ კოდორი?
- 13 აგვისტოს. ღამის თორმეტ საათზე მოვიდა ბრძანება, დესანტია ჩამოსხმული და კოდორი სასწრაფოდ უნდა დატოვოთო. ეგეთი ბრძანება იყო. მოგვაწყეს ერთიანად და მთლიანი ჯარი გამოგვიყვანეს. სპეცნაზი ჩვენზე ადრე წამოვიდა. ვეღარ უმკლავდებოდნენ სროლის დროს. დაყარეს იარაღი და წამოვიდნენ.

და თქვენ დაგტოვათ?
- კი.

თვითონ დაყარეს იარაღი და ბრძანების გარეშე წამოვიდნენ?
- კი. არ ვიცი ზუსტად, ვისი სპეცნაზი იყო – შინაგან საქმეთა სამინისტროსი, თუ თავდაცვის.

დაახლოებით რამდენი კაცი იყო?
- არც ეგ ვიცი. და ძაან დიდი შეტაკება მოხდა მერე წინიდან, მაღლიდან გვბომბავდნენ, საწინააღმდეგი მხარიდან გვესროდნენ და ვეღარ უმკლავდებოდა. რომ არ გამოქცეულიყვნენ, დაიხოცებოდნენ, ერთი პროცენტი არ იყო გადარჩენის იმედი და გამოიქცნენ; მეორე დღისით ჩვენც გამოვყევით.

სად იყო ამ დროს მოსახლეობა?
- მოსახლეობა ორი დღით ადრე გავიდა, ქალები და ბავშვები ჩვენ თვითონ გავაცილეთ. მოსახლეობა ჩვენს “კამაზებს” წინ გადაუდგა, გვხოცავენ და იქნებ რამენაირად გაგვიყვანოთო. ჩვენი ხელით დავსხით სამხედრო “კამაზებზე” და იქიდან გამოვიყვანეთ. ჩვენ დავრჩით და სიტუაცია ძაან რომ დაიძაბა, მერე ჩვენც გამოვედით.

მოსახლეობა “კამაზებით” რომ გამოუშვით, თქვენ როგორ წამოხვედით?
- “კამაზებით” არ გამოვედით იმიტომ, რომ “კამაზით” რომ გამოვსულიყავით, შეიძლებოდა დავენახეთ. “კარიდორივით” გავაკეთეთ, სიგრძეზე ჩავდექით და გამოვედით, რომ თუ რაღაც დარტყმა იქნებოდა, ნაწილი მაინც გადავრჩებოდით და არ ვიცი ზუსტად, გამოგვატარეს თუ გამოვედით. მე მგონი, გამოგვატარეს, რადგან ჩვენი გამოსვლის დროს არანაირი სროლა არ ყოფილა. რომ გამოვედით, ფეხით ვიარეთ 20-25 კილომეტრი. მერე ჩვეულებრივად “კამაზებზე” დავსხედით, “კამაზები” ცალკე გამოვიდნენ.

თუ იცით მოწინააღმდეგე მხარეს რა დანაკარგი მიაყენეთ?
- დანაკარგი კი იქნებოდა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი.

რა ხდებოდა გზაზე?
- “კამაზებზე” მთლიანი ჯარი დავსხედით, სულ 5 “კამაზი” და 1000-1500 კაცამდე ვიყავით. მესტიამდე “კამაზებით” მივედით. იქ ბატალიონის სერჟანტმა კოპალიანმა გასცა ბრძანება - ვისაც “გრაჟდანი” ფორმა გაცვიათ, იარაღი ჩაგვაბარეთო. ანუ ერთ ადგილზე უნდა დაგვეყარა და ცალკე მხარეს გავსულიყავით. იარაღიანი ხალხი უნდა დამდგარიყო გვერდით. ჩვენ, ვისაც “გრაჟდანი” ფორმა გვქონდა, ჩავიცვით, იარაღი დავტოვეთ ერთ ადგილზე და გადავედით ცალკე მხარეს. უსაფრთხოების მიზნით გაიცა ეს ბრძანება, შეიძლება ქვევით რუსის ჯარი იდგეს და იარაღი ჩაბარებული გქონდეთო.

როგორ შეგხვდათ ხალხი მესტიაში?
- კარგად შეგვხვდა. “გრაჟდანები” ვისაც გვქონდა, იქ დავრჩით. დანარჩენი ჯარისკაცები, შეიარაღებულები, დახტნენ ისევ “კამაზებზე” და ქუთაისში ჩავიდნენ. ფეხით მოსიარულეები, ალბათ ას კაცამდე ზევით ავედით, გვინდოდა რაღაცა მანქანა გვენახა, რომ ჩვენც ჩავსულიყავით. იმ დღისით მანქანა არ იყო, სვანებმა შეგვიფარეს ოჯახებში, გაგვიმასპინძლდნენ. მეორე დღისით დაგვსხეს მანქანაზე, რომელიც სამხედრო პოლიციამ გვინახა. მათ მესტიიდან გამოგვაცილეს 30-40 კილომეტრზე. Mმერე გვითხრეს გზა საითაც იყო, რომ უსაფრთხო ადგილზე გავსულიყავით.

იქიდან ფეხით ვიარეთ 50-60 კილომეტრი, ტყე-ტყე, ბილიკივით იყო და იმ ბილიკს გავყევით ბოლომდე. თოვლშიც მოგვიწია სიარული. გზას მივდევდით და ჩავედით ბოლომდე. მერე გზას ვეღარა ვფარავდით, გვიღამდებოდა და სამხედრო პოლიცია დაგვეხმარა, მანქანებით გამოგვიყვანა და მოსახლეობაში დაგვასახლა.

მე პირადად სამხედრო პოლიციის შენობაში ვიყავი, ზოგი ოჯახებში მივიდნენ. ერთი სიტყვით, გარეთ არავინ დარჩენილა. მეორე დღისით ქუთაისში ჩამვედით, ნაწილში დაბრუნება გვინდოდა. გვითრეს ქუთაისშია თქვენი ნაწილიო. მერე ქუთაისში ბიჭებთან დავრეკეთ, გვითხრეს რომა ემ წუთში ნაწილში არ ვიმყიფებითო. ამის მერე სახლებში წავედით და დღემდე ველოდებით გამოძახებას.

პირადი საუბრისას რომ მითხარით გზაზე ორი ბიჭი ცუდად გახდაო, ეს სად მოხდა?
- კი, ეგ იქვე, კოდორში მოხდა. დაბომბვის და სროლების დროს ჭკუიდან გადავიდნენ. ხეზე მივაბით, გაგიჟდა ერთი. მეორე იმდენად არ იყო. რომ წამოვედით, თან წამოვიყვანეთ.

ეს ბიჭებიც კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდნენ ჯარში?
- კი. ახლა სად არიან, ზუსტად არ ვიცი. არც ის ვიცი, სადაურები არიან.

მაშინ, როცა იბრძოდით, ეს პროცესი ქაოსურად მიდიოდა თუ გრძნობდით რომ ვიღაც ბრძანებებს დაგეგმილად და სწორად იძლეოდა?
- კოტეჯები გვქონდა, საცხოვრებელი ადგილები, სადაც ჯარი დაასახლეს და ვიდექით ჩვენს ადგილზე და შეტევის მხრიდან, როგორც მოქმედებდნენ, ჩვენც ეგრე ვისროდით. მეტწილად დაბომბვა იყო.

თბილისში რომ შემოვიდნენ ცხინვალიდან და გორიდან გამოსული ჯარისკაცები, მთავრობას და სარდლობას რბილად რომ ვთქვათ აუგად მოიხსენიებდნენ... და თქვენთან ასეთი განწყობა იყო?
- არა, ჩვენთან ეგეთი განწყობა არ ყოფილა. ჩვენთან ზედმეტი არავის არაფერი უთქვამს. კოდორში სარდალი ვისაცა ჰქვია, კოდორს ვინც განაგებს, ის კაცი საერთოდ დაიკარგა ბრძოლის დროს. მანამდე ყველაფერს ის აკონტროლებდა, ყველანაირ ბრძანებას ის აძლევდა, მეთაურზე წინ ის იდგა, ჯერ ის იყო და მერე მეთაური. შეტაკების დროს, რომ ვიბრძოდით, ბომბი დაეცა თუ თვითონ გაქრა, მაგას ვერ გეტყვით.

Просмотров: 988 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz