პარასკები, 27.12.2024, 04:29
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » აგვისტო » 26 » აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა რუსეთის ნაბიჯს მკაცრად გმობს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა რუსეთის ნაბიჯს მკაცრად გმობს
20:56
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება დაგმეს. "მედვედევის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ნიღაბი ახადა რუსეთის რეალურ სახეს და მსოფლიოს აჩვენა ის მწარე სინამდვილე, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა წლების განმავლობაში თვალს ვერ უსწორებდა. რუსეთის დღევანდელი ნაბიჯი სამართლებრივად და ისტორიულად მცდარი და მორალურად გაუმართლებელია", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აკიშბაიამ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან თერმურ მჟავიასთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, "რუსეთს 15 წლის განმავლობაში საშუალება ჰქონდა, მის მიერვე ინიცირებული კონფლიქტების მოგვარებაში პოზიტიური წვლილი შეეტანა მაგრამ ამის ნაცვლად ადამიანის უფლებების დარღვევისა და ეთნოწმენდის უპრეცედენტო მაგალითი შექმნა". აკიშბაია იმედოვნებს, რომ "საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაუშვებს სეპარატიზმის გამარჯვებას და საქართველო განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას".
Просмотров: 814 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz