Главная » 2008»აგვისტო»26 » მიხეილ სააკშვილი: "საქართველომ მსოფლიოსგან ეკონომიკური აღორძინებისა და უსაფრთხოების გარანტიები უკვე მიიღო"
მიხეილ სააკშვილი: "საქართველომ მსოფლიოსგან ეკონომიკური აღორძინებისა და უსაფრთხოების გარანტიები უკვე მიიღო"
22:27
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებისაგან უკვე მიიღო დაპირებები ეკონომიკური აღორძინებისა და უსაფრთხოების შესახებ". "ეკონომიკური აღორძინების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტების განხორციელების შემდეგ საქართველო უახლოეს მომავალში ძლიერ და უსაფრთხო ქვეყნად ჩამოყალიბდება. თავისუფლებისა და არათავისუფლების შეტაკებაში არათავისუფლებამ რუსეთის სახით ვერაფერს მიაღწია და საქართველოში რუსული იმპერიალიზმის აღორძინების დასაწყისის დასასრული შედგა. ჩვენი ევროპული არჩევანისათვის ჩევნ ამ ბრძოლაში ევროპასთან ერთად გავიმარჯვებთ და საქართველოს მშვიდობიან გაერთიანებას შევძლებთ" - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს მოსახლეობისადმი მორიგი სატელევიზიო მიმართვისას.