Главная » 2008»აგვისტო»26 » მიხეილ სააკაშვილი: "რუსეთის გადაწყვეტილებას არც საქართველოსთვის და არც დანარჩენი მსიფლიოსთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია"
მიხეილ სააკაშვილი: "რუსეთის გადაწყვეტილებას არც საქართველოსთვის და არც დანარჩენი მსიფლიოსთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია"
20:56
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სრულ უკანონობად აფასებს და დარწმუნებულია, რომ მას "არც საქართველოსთვის და არც დანარჩენი მსოფლიოსთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია". "რუსეთის გადაწყვეტილება სეპარატისტული რეგიონებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ რუსეთის მხრიდან წარმოუდგენელი თავხედობაა. საბჭოთა კავშირის შემდეგ ეს არის პირველი მცდელობა ევროპული სახელმწიფოს საზღვრების ხელყოფისა", - განაცხადა მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვაში სააკაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ "რუსეთმა ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებით წარმოუდგენელი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა". ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, "რუსეთმა საქართველო ვერ დააჩოქა და სახელმწიფოს ფუნდამენტალური საფუძვლის გამოთხრა ვერ მოახერხა". "რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველოს მსოფლიო რუკიდან გაქრობა, რაც მისი ჩანაფიქრი იყო. მთელი ამ დღეების განმავლობაში ქართველმა ხალხმა არნახული სიმამაცე გამოიჩინა. მთელი ჩემი პრეზიდენტობაც იმას ეფუძნებოდა, რომ საქართველო ასეთ გადამწყვეტ მომენტში მარტო არ ყოფილიყო", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.